"ეს იმდენად შემაშფოთებელი განცხადებაა, რომ საპატრიარქოც კი გაემიჯნა მის ამგვარ მოწოდებას" - თეოლოგები მეუფე იობის განცხადებებს ეხმაურებიან
საზოგადოება - 19:29, 03 May, 2019     4081
მეუფე იობის ქადაგებას, დავით გარეჯის მოვლენების შესახებ, თეოლოგები ეხმაურებიან . მათი თქმით ამგვარი განცხადებების გაკეთება სასულიერო პირის მხრიდან დაუშვებელია.

სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, გოჩა ბარნოვი, მეუფე იობის განცხადებებს შემაშფოტებელს უწოდებს და აცხადებს, რომ ამგვარ მოწოდებას საპატრიარქოც კი გაემიჯნა მოწოდებას.

„როდესაც სასულიერო პირი ამბობს მსგავს ქსენოფობიურ განცხადებებს და მოწოდებებს, ფაქტიურად, რომ მან ქართველმა ერმა რატომღაც იარაღი უნდა აისხას და თუ რაღაც ამის მსგავსი და სისხლი დაღვაროს, ეს იმდენად შემაშფოთებელი განცხადებაა, რომ თვით საპატრიარქოც კი გაემიჯნა მის ამგვარ მოწოდებას. ეს არის არასწორი, იმიტომ რომ ქრისტიანი გახლავთ ადამიანი, რომელსაც ყველა უყვარს, ყველა ადამიანში ღმერთის ხატს ხედავს და ასეც არის. აქედან გამომდინარე, ვინმესკენ ძალადობის მოწოდება არის აბსოლუტურად მიუღებელი. მე ძალიან გამიკვირდა, როდესაც მეუფე იობმა მსგავსი განცხადება გააკეთა. ეს არის პროვოკაცია, რომელსაც ქართველი ხალხი არ აჰყვება. მათ უნდა იცოდნენ, მეუფე იობმაც და მეუფე გიორგიმ, ქართველი ხალხი ამას არ აყვება,“ - განაცხადა გოჩა ბარნოვმა.

ჟურნალისტი, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა აკადემიის დირექტორი, გოჩა მირცხულავა აცხადებს, რომ აზერბაიჯანული მხარე, იმ ვითარებას, რაც დავით გარეჯში ხდება, რელიგიური კუთხით არ განიხილავს.

„რელიგიური კონფლიქტის საფრთხე არ არის, თუ ამის პროვოცირება მიზანმიმართულად არ მოხდა გარკვეული ძალების მიერ და მე, ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ პირველ რიგში, ურა პატრიოტულ ძალებს იმიტომ, რომ რელიგიურ ჭრილში არ განიხილავს აზერბაიჯანი ამ საკითხს. ეს არის სუფთა კულტურული საკითხი მისთვის, რა თქმა უნდა, სახელმწიფოებრივი დატვირთვის საკითხიც არის და სწორედ, როდესაც ვამბობ, რომ ქართულმა მხარემ არც კი იცის, რა კომპრომისზე მოდის აზერბაიჯანული მხარე, აი ეს არის აქ ყველაზე დიდი უბედურება“ - განაცხადა გოჩა მირცხულავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42