Mastercard საქართველოში ყველაზე წარმატებული მოდის კვირეულის, Mercedes Benz FAshion Week-ის პარტნიორი გახდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:23, 03 May, 2019     1294

Mastercard, ციფრული გადახდების გლობალური ლიდერი, საქართველოში ყველაზე წარმატებული მოდის კვირეულის, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის პარტნიორი გახდა. Mastercard-ისთვის მნიშვნელოვანია სხვა სფეროებიც, შესაბამისად, მომხმარებელსაც ხშირად ახალისებს სიურპრიზებით.

ბუნებრივია, Mastercard მხოლოდ საქართველოს ბაზარს არ მოიცავს და, ასევე, პარტნიორობს: The Magnificent Mile Shopping Festival in Chicago-ს, Audi Fashion Festival in Singapore and Stylicity in Canada-ს. Mastercard მომავლის მოდის კვირეულის პარტნიორიცაა, აზიის პირველი პრეშეკვეთების პლატფორმის, რომელიც გამოირჩევა იმით, რომ წამყვანი დიზაინერების პროდუქციის შეკვეთა ყველაზე ადრეა შესაძლებელი.

მოდის ინდუსტრია ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკას სხვადასხვა მიმართულებით - წარმოებისა და ტურიზმის. მოდის ტურიზმი არის ნიშ ბაზრის სეგმენტი, სადაც ქვეყნის ვიზიტორები შეუცვლელ გამოცდილებას იღებენ, აღმოაჩენენ ახალ შეგრძნებებს, შოპინგობენ, ამყარებენ კომუნიკაციას ერთმანეთთან. წელიწადში ორჯერ, Mercedes-Benz Fashion Week-ის ეგიდით, თბილისში უამრავი ადამიანი სწორედ ამ მიზნით იკრიბება.

სოფია ჭყონია: „Mercedes-Benz Fashion Week არა მხოლოდ მოდის სამყაროს, არამედ მთელი ქვეყნის განვითარებას ემსახურება. „კავკასიის პარიზი“, როგორც თბილისს უწოდებენ, 2015 წლიდან ნამდვილ მოდის ცენტრად იქცა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერი კომპანია, Mastercard, ჩვენი პარტნიორი გახდა. ერთად ჩვენ შევძლებთ მოდის მოყვარულებისთვის შეუფასებელი მომენტები შევქმნათ“.

იგორ სტეპანოვი: „Mastercard წელს საქართველოში ოპერირების 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, ქართველი მომხმარებელი უამრავ სიურპრიზს უნდა ელოდოს. კომპანია აქტიურადაა ჩართული ქვეყნის სოციალურ, კულტურულ და სპორტულ ცხოვრებაში და შეუფასებელ მომენტებს ქმნის ბიზნესპარტნიორებთან და ბანკებთან ერთად. მოხარულები ვართ, რომ Mercedes-Benz Fashion Week-ის პარტნიორობა მეტ შესაძლებლობას გვაძლევს, ჩვენი მომხმარებლებისთვის ყოველდღიური ცხოვრება მეტად საინტერესო და ემოციური გავხადოთ და უამრავი სიურპრიზით გავამრავალფეროვნოთ“.

Mastercard-ის შესახებ

Mastercard (NYSE: MA), www.mastercard.com, არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესინგო ქსელს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებს, მთავრობასა და ბიზნესს 210-ზე მეტ ქვეყანაში. Mastercard-ის პროდუქტები და სისტემები უფრო უსაფრთხოს ხდის ყველა იმ სფეროში ოპერირებას, სადაც ის არის ჩართული. Twitter@MasterCardNews-ზე, ჩაერთეთ საკითხების განხილვაში ბლოგზე „ტრანზაქციის მიღმა“ (Beyond the Transaction Blog) და გამოიწერეთ უახლესი ამბები „Engagement Bureau“-დან (http://newsroom.mastercard.com)

Mercedes-Benz Fashion Week-ის შესახებ

Mercedes-Benz Fashion Week ყოველწლიური მოდის კვირეულია, რომელიც თბილისში 2015 წლიდან იმართება. სხვადასხვა დიზაინერის ჩვენებასთან ერთად, კვირეული BENEXT საერთაშორისო დიზაინის კონკურსს და ARTgeorgia გამოფენას მასპინძლობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42