ამ დროისთვის იუსტიციის სახლთან ID ბარათების ალტერნატივის მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ასეული ადამიანია შეკრებილი.
როგორც ანონსშია ნათქვამი, აქცია სასულიერო პირების, იურისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით მოეწყობა, მოწოდებით – “მოვითხოვოთ ალტერნატივა და დავიცვათ ჩვენი თანამემამულენი მოქალაქეობიდან გარიყვისა და საშიში ექსპერიმენტისაგან!”.
იუსტიციის სახლთან საპროტესტო აქცია ID ბარათების ალტერნატივის მოთხოვნით გუშინ დაანონსდა. სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაანონსებული მიწვევის პარალელურად, აქციაში მონაწილეობის თაობაზე მოქალაქეები SMS-ებითაც დაპატიჟეს. მოკლე ტექსტური შეტყობინებები მიიღეს როგორც მართლმადიდებლებმა, ასევე კათოლიკეებმა, ასევე ისლამის აღმსარებელმა საქართველოს მოქალაქეებმა:
„და აი, გათენდა მადლიანი კვირა დღე, ნანატრი 29 სექტემბერი. დღეს 3 საათზე იუსტიციის სახლთან ქართველმა ერმა და ბერმა აუცილებლად უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია და თქვას უარი ამ ავადსახსენებელ ID ბარათებზე და ჩიპიან პასპორტებზე, რადგან ჩვენ არ გვინდა ვიყოთ შტრიხკოდ დადებული ნივთი ან საქონელი (მარგარინის პაჩკა). ასევე არ გვსურს ვიყოთ ვიღაცის სამართავი ჩიპიანი ბიორობოტები (ზომბები). ქრისტესმიერ ძვირფასნო, ვისაც გვიყვარს უფალი და გვინდა სულის ცხონება, ერთად ღვთისკენ!“ - იტყობინებოდა SMS.
მასალის გამოყენების პირობები






