„m2 უძრავი ქონებასა“ და „Kempinski Hotels“-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:16, 02 May, 2019     1406

ქართულ კულტურასთან შერწყმული, ექსკლუზიური, ევროპული სტანდარტით ახლად აშენებული სასტუმრო ქალაქის მთიან მხარეს, დამსვენებლებს ფართო ნომრებსა და შთამბეჭდავ ხედებს შესთავაზებს

დეველოპერულმა კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“, სასტუმროების ქსელის განვითარების ფარგლებში,Kempinski Hotels“-თან, მენეჯმენტის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.Kempinski“ მთაწმინდაზე, სულ მცირე, 95 ნომერს გააერთიანებს და 2020 წლის მესამე კვარტალში გაიხსნება.

ფართო სივრცული გეგმარება სასტუმროს დიზაინის მთავარი კომპონენტია: „Kempinski“ დამსვენებლებს ქალაქში ყველაზე დიდი ფართის სტანდარტულ ნომრებს (40 კვ.მ) და კიდევ უფრო ფართო ლუქსებს შესთავაზებს. სასტუმროს გამოარჩევს შთამბეჭდავი ხედები როგორც დამსვენებლების ნომრების ტერასებიდან, ისე ყველა სტუმრისთვის ხელმისაწვდომი, სასტუმროს ბოლო სართულზე განთავსებული ტერასიდან.

„Kempinski“ პოზიციონირდება როგორც კულინარიული ჰაბი, ის წარმოდგენილია ექსკლუზიური, გასტრონომიული შეთავაზებებით ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრისთვის. მთაწმინდაზე, „Kempinski“-ს მიმდებარედ, კლდეში არსებულ გვირაბში ღვინის ბარი მოეწყობა, სადაც ვიზიტორები საუკეთესო ქართული და ევროპული ღვინის დაგემოვნებას შეძლებენ.

სასტუმროს ბოლო სართულზე მდებარე რესტორნისა და ბარის კონცეფცია განსაკუთრებულია: მას გამოარჩევს კერძების სტუმრების თვალწინ მომზადების პროცესი. ამასთანავე, გარემოს განსაკუთრებულს ხდის ძველი თბილისის შეუდარებელი ხედებიც. ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ VIP ზონით და კერძო სავახშმო ტერასით. ლაუნჯი, სიგარ ლაუნჯი და კლუბი კი სრული რელაქსაციისა და გართობისთვის განსაკუთრებულ გარემოს შემოგვთავაზებს. 500 კვ.მ ფართობზე მდებარე სრულად აღჭურვილი სპა დამატებით დასასვენებელ სივრცეებს მოიცავს: დამსვენებლებს შეეძლებათ, აუზით, სოლარიუმითა და თანამედროვე ფიტნეს-ცენტრით ისარგებლონ.

მთაწმინდის ქედზე მოკალათებული სასტუმროდან, დამსვენებლები და სტუმრები თბილისური, მოჩუქურთმებული ხის აივნებითა და მოკირწყლული ქუჩებით ისტორიული ხიბლის შეგრძნებას შეძლებენ. ადგილმდებარეობა მიმზიდველია ქალაქის ღირსშესანიშნაობების დათვალიერების კუთხითაც: თავისუფლების მოედანი, მნიშვნელოვანი ძეგლები, უამრავი ისტორიულად მიმზიდველი ლოკაცია და საქართველოს პარლამენტი სასტუმროდან რამდენიმე წუთის სავალზეა.

„მოხარულები ვართ „Kempinski Hotels“-თან პარტნიორობით. „Kempinski“ სასტუმროებისა და საცხოვრებელი კომპლექსების მართვაში მთელ მსოფლიოში ცნობილია გამოცდილებითა და მაღალი ხარისხით. ჩვენ ერთად ავიყვანთ პრემიუმ კლასის გამოცდილებას ახალ საფეხურზე თბილისში. ჩვენი შეხედულებით, ამ სასტუმროში მოვიზიდავთ ტურისტებს როგორც მეზობელი ქვეყნებიდან, ისე გლობალური მასშტაბით, სადაც „Kempinski Hotels“-ის ბრენდს უკვე აქვს ძლიერი რეპუტაცია. ვამაყობთ, რომ ჩვენი წვლილი შეგვაქვს თბილისისა და საქართველოს ტურისტულ ლოკაციად ჩამოყალიბებაში, რომლის მთავარი კომპონენტებია შთამბეჭდავი ისტორია, გასტრონომია და კულტურა“. - განაცხადა ირაკლი ბურდილაძემ, m2 -ის გენერალურმა დირექტორმა.

„გასულ წელს, ჩვენი გეგმის 18%-იანი ზრდის შემდეგ, მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ 2019 წელსაც ვაგრძელებთ ამ პოზიტიურ ტენდენციას და ჩვენს ინოვაციურ სულისკვეთებას ვაჩვენებთ იმით, რომ საქართველოს ულამაზეს დედაქალაქში, თბილისში, პრემიუმ კლასის პირველ სასტუმროს ვთავაზობთ დამსვენებლებს“, - განაცხადა ბერნოლდ შრიოდერმა „Kempinski Hotels“-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ.

„რიგი განმასხვავებელი კრიტერიუმების მეშვეობით, როგორიც არის ჩვენი განსაკუთრებული ადგილმდებარეობა, ლუქსების დიდი რაოდენობა, ნომრების ფართი საკუთარი ტერასებითა და ნომრების ლიმიტირებული რაოდენობით, დარწმუნებული ვარ, რომ მალევე გავხდებით ბაზრის ლიდერები ჩვენს სეგმენტში“.

„Kempinski“-ს შესახებ:

1897 წელს დაარსებული, „Kempinski Hotels“ ევროპის მაღალი კლასის სასტუმროების მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ჯგუფია. „Kempinski“-ს შეუდარებელი მომსახურებისა და შესანიშნავი სტუმართმოყვარეობის მდიდარ მემკვიდრეობას ემატება ექსკლუზიურობა და ინდივიდუალიზმი. „Kempinski“ ამჟამად 34 ქვეყანაში მართავს 78 ხუთვარსკვლავიან სასტუმროსა და საცხოვრებელ კომპლექსს და განაგრძობს სასტუმროების ქსელის გაფართოებას ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და აზიაში.

თითოეული სასტუმრო „Kempinski“-ს ბრენდის სიძლიერესა და წარმატებას ასახავს. პორტფელი მოიცავს ისტორიულ ობიექტებს, მრავალჯერ დაჯილდოებულ სასტუმროებს, შესანიშნავ კურორტებსა და პრესტიჟულ საცხოვრებლებს. თითოეული პროექტი მომხმარებელს სთავაზობს იმ ხარისხს, რომელსაც „Kempinski“-სგან ელოდებიან; ამავდროულად, თითოეული სასტუმრო ადგილმდებარეობის ტრადიციებსაც ითვალისწინებს. „Kempinski“ სასტუმროების გლობალური ალიანსის (GHA) დამფუძნებელი და წევრია, რომელიც დამოუკიდებელი სასტუმროების ბრენდების უდიდეს ალიანსს წარმოადგენს.

https://www.kempinski.com/en/hotels/press-room/kempinski-to-offer-guests-true-luxury-in-the-heart-of-the-georgian-capital/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42