ჩინეთის ტექნოლოგიებისა და მარკეტინგის ასოციაცია „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობით ქართული პროდუქციის ჩინეთში ექსპორტის მხარდაჭერას გეგმავს
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:28, 02 May, 2019     1258

„საპარტნიორო ფონის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში ჩინეთის ტექნოლოგიებისა და მარკეტინგის ასოციაციის, ასევე, საერთაშორისო სამეცნიერო და ტექნოლოგიური მრეწველობის თანამშრომლობის საბჭოს და ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის CCTV –ის დელეგაცია მიიღო.

ოფიციალური დელეგაციის წარმომადგენლები „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობით ქართული პროდუქციის, კერძოდ, ქართული ღვინისა და მინერალური წყლების ჩინეთში ექსპორტის მხარდაჭერას განიხილავენ და საქართველოში ინვესტირებისთვის ფონდში მიმდინარე საინვესტიციო პროეტების შესწავლას გეგმავენ.

შეხვედრაზე ჩინურმა მხარემ „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კიდევ რამდენიმე ქალაქში (საუბარია პეკინსა და შანხაიში) ქართული კულტურისა და ღვინის სახლების მშენებლობის სურვილი გამოთქვა. ფონდის მენეჯმენტმა ჩინეთის მხარეს ბელარუსთან ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად მინსკში შექმნილი „ქართული სახლის“ მოდელი გააცნო და ამ მიმართულებით ჩინეთის დელეგაციასთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.

ჩინეთის საერთაშორისო სამეცნიერო და ტექნოლოგიური მრეწველობის თანამშრომლობის საბჭოს წარმომადგენლებმა „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტს ქართული ღვინის ფალსიფიკაციასთან ბრძოლის თანამედრვე მექანიზმები და საკუთარი გამოცდილება გააცნო.

„საპარტნიორო ფონდმა“ ჩინეთის დელეგაციას ფონდის საქმიანობისა და მიმდინარე საინვესტიციო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმცია მიაწოდა. მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი მიმოიხილეს, ასევე, ქართული პროდუქციის ჩინეთში ექსპორტის შესაძლებლობებისა და ტექნიკური დეტალების შესახებ იმსჯელეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42