„საპარტნიორო ფონდს“ სავალუტო ფონდის წარმომადგენლობა ეწვია
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:27, 02 May, 2019     1212

„საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომდგენლებს შეხვდა. შეხვედრას საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრები და საქართველოში სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი ფრანსუა პანშო ესწრებოდნენ.

ფონდში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე „საპარტნიორო ფონდის" მენეჯმენტმა მისიის წევრებს ფონდის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა მიმდინარე პროგრამით გათვალისწინებული „საპარტნიორო ფონდის“ ვალდებულებების შესრულება, ასევე, მომავალი წლის პროგრამისთვის რამდენიმე ცვლილების წინადადება განიხილეს. საპარტნიორო ფონდმა სსფ-ს ბოლო 6 თვის განმავლობაში პროექტებში ინვესტიციებთან და პროექტების დასრულებასთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რამდენიმე პროექტში ფონდის სამომავლო მონაწილეობის პერსპექტივებს.

„საპარტნიორო ფონდის" მენეჯმენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სსფ-სთან აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა. თავის მხრივ სსფ-ის მისიამ მადლობა გადაუხადა „საპარტნიორო ფონდს" რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მათი რეკომენდაციები ფონდის ეფექტიან საქმიანობას ხელს შეუწყობს.

სსფ-ს მისიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველოში საერთაშორისო ექსპერტების ვიზიტი გაგრძელდება, რათა გაძლიერდეს ქვეყნის ფისკალური პოლიტიკის ეფექტიანი მართვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42