ტექნიკის მაღაზიებისა და დეველოპერების მხრიდან შიდა განვადების დანერგვის საკითხზე კომენტარი ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გააკეთა. მისი თქმით, სები დააკვირდება, თუ როგორ ხდება ამ მიმდინარეობის განვითარება და შემდეგ მიიღებს შესაბამის ზომებს.
„თუ ის პროდუქტი, რომელიც იქნება შეთავაზებული თავისი ხასიათით, იქნება სესხის მატარებელი, მაშინ მნიშვნელოვანია, რომ დაკმაყოფილდეს ის პირობები, რაც დღესდღეობით არსებობს სესხებთან დაკავშირებით . ჩვენ დავაკვირდებით, თუ როგორ ხდება ამ მიმდინარეობის განვითარება და ზომებს მივიღებთ იმის მიხედვით , თუ რა ზომა და გაქანება ექნება ამ მიმართულებას,“ - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
როგორც ცნობილია, „ტექნო ბუმი“ მიმდინარე თვიდან მომხმარებლისთვის შიდა განვადების შეთავაზებას გეგმავს, რომელშიც კომპანიის დამფუძნებლის, ანზორ ქოქოლაძის თქმით, ბანკი ჩართული არ იქნება.
მასალის გამოყენების პირობები






