„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" უდიდეს ჩინურ კომპანია ZPMC-თან მემორანდუმი გააფორმა
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:23, 01 May, 2019     1595

1-ელ მაისს 12:00 საათზე, ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და ZPMC-ს შორის ამწეების თაობაზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა და კომპანია ZPMC-ის ვიცე-პრეზიდენტმა ლიუ ქიზონგმა.

უდიდესი ჩინური კომპანია ZPMC ანაკლიის პორტს eRTG ტიპის ამწეებით მოამარაგებს. eRTG ტიპის ამწეები პორტის ტერიტორიაზე კონტეინერების გადასაადგილებლად და დასასაწყობებლად გამოიყენება და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" ამ ეტაპზე ZPMC-გან 12 ერთეულ ამწეს შეისყიდის. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ZPMC გამარჯვებულ კომპანიად საერთაშორისო ტენდერის შედეგად გამოავლინა. ტენდერი რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ერთად კონსორციუმის პარტნიორი კომპანიები - საკონტეინერო ტერმინალის ოპერატორი SSA Marine და დეტალური პროექტის ავტორი BergerABAM უძღვებოდნენ. ტენდერში დიდი საერთაშორისო, მათ შორის, ევროპული კომპანიები მონაწილეობდნენ, ხოლო საფინალო ეტაპზე სამი წამყვანი კომპანია გავიდა.

ZPMC მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც რთული პირობებისთვის განკუთვნილ მძიმე ტექნიკას აწარმოებს, მათ შორისაა დიდი მოცულობის საკონტეინერო და ნაყარი ტვირთის გადამზიდავი ტექნიკა, საზღვაო და სხვა ტიპის მძიმე ტექნიკა. კომპანია, ასევე, მოწინავეა მსოფლიოში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საზღვაო ტექნიკის მაღალი სტანდარტებით წარმოებაში.

კომპანიის მფლობელობაშია 60,000 დან 100,000 ტონის სიმძლავრის 26 გემი, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადაადგილდებიან. ZPMC-ის ცენტრალური ოფისი შანხაიში მდებარეობს და კომპანია შანხაის საფონდო ბირჟაზე კვოტირებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42