„ეს სიტყვა ვინ დაგიწერათ? და სად? თბილისშია დაწერილი?... ეჭვი მეპარება, მარია ზახაროვასა და დიმიტრი პესკოვის განცხადებებს უფრო ჰგავს“ - გოგოტიშვილი გენშტაბის უფროსის სკანდალურ განცხადებაზე
სოც.მედია - 11:28, 01 May, 2019     3124
გენშტაბის უფროსის ვლადიმერ ჩაჩიბაიას სკანდალურ განცხადებას ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი, თენგო გოგოტიშვილი ეხმაურება:


„ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, რომელსაც დღეს გენერალ-ლეიტანანტის წოდება მიენიჭა (გენშტაბის უფროსი):

"28 წლის განმავლობაში საქართველომ 4 ომი გამოიარა. 3 სამოქალაქო ომი და 1 ფართო აგრესია რუსეთის მხრიდან.."

დამამუნჯა - ვზივარ და ვაფახულებ თვალებს.

რა "3 სამოქალაქო ომი", ბატონო გენერალო??? ვისთან? როდის? შეგიძლიათ ჩამოთვალოთ?

თბილისის 1991-92 ამბებზე მზად ვარ დაგეთანხმოთ. ისიც დათქმებით.

მაგრამ დანარჩენი ორი? 1990 წელს ცხინვალის რეგიონში და 1992 წელს აფხაზეთში დაწყებულ ომებს ხომ არ გულისხმობთ?

ამ ლოგიკით, ამ ომებში ჩვენ - თქვენი ჩათვლით, არა რუსეთს, არამედ მოძმე ერებს ვუპურისპირდებოდით, აფხაზებსა და ოსებს. ასეა? ეს იგულისხმეთ?

თუ ასეა, მარტივად ვიკითხავ - ეს სიტყვა ვინ დაგიწერათ? და სად? თბილისშია დაწერილი? თქვენი PR-სამსახურებისა და სტრატკომების მიერ?

ეჭვი მეპარება. მარია ზახაროვასა და დიმიტრი პესკოვის განცხადებებს უფრო ჰგავს, სამწუხაროდ.

ისინი ამტკიცებენ ბოლო 30 წელია, რომ ქართველები ჩვენს მოძმე ერებს ვხოცავთ, თავად კი მხოლოდ ის უნდათ, რომ მშვიდობა დაიცვან და სისხლისღვრა შეაჩერონ.

თორემ სხვა რა უნდა უნდოდეს პუტინს საქართველოში?

პ.ს. უცებ წარმოვიდგინე, ამერიკის შტაბების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე რომ დადგეს "ფორტ-ბრეგში" და ტრიბუნიდან განაცხადოს, თალიბანს, ალ-კაედასა და დაეშს რომ დავცხეთ, ეგ ჩვენი სამოქალაქო ომი იყოო...“- წერს თენგო გოგოტიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42