ე.წ. მოდულის შენობასთან წვევამდელებმა ფიცი დადეს
საზოგადოება - 13:53, 29 Sep, 2013     971

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამასმა წვევამდელმა სამხედრო ფიცი შსს-ს ე.წ. "მოდული"-ს შენობასთან საზეიმო ვითარებაში დადო. ფიცის მიღების ცერემონიას შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.

ახალწვეულებმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს და სამხედრო მარშით ჩაიარეს, რის შემდეგაც საკუთარი საბრძოლო უნარების დემონსტრირება მოახდინეს. 

ცერემონიის დასრულებისას ისინი მამა დავითმა დალოცა. წვევამდელები ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს შსს-ს სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტში გაივლიან. მათ ახალი სამხედრო ფორმები გადაეცათ, რომლის დიზაინი შინაგან საქმეთა სამინისტრომ წელს შეიმუშავა.

ახალი დიზაინის ფორმებს მომდევნო ნაკადებიც მიიღებენ. ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები შეისწავლიან სამხედრო საქმეს, უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო სამედიცინო მომსახურებით და უფასო კვებით, მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივ სპორტულ ღონისძიებებში.

სავალდებულო სამსახურის გავლის პერიოდი გულისხმობს ყოველ მესამე დღეს 24 საათიან მორიგეობას. სამხედროები ასევე ისარგებლებენ მოკლევადიანი შვებულებით. 

სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ წარჩინებული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები შესაბამისი კონკურსის გავლის შემთხვევაში შსს-ს სხვადასხვა დანაყოფებში დასაქმდებიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42