აყრა (ტრაგედია ერთ მოქმედებად)
შენი რეპორტაჟი - 00:07, 29 Sep, 2013     3942

დილით ადრე ადგა.

უფილტრო სიგარეტს მოუკიდა.

გარიჟრაჟებულ სოფელს გახედა. მარჯვნივ გახედვა უჭირდა, კარგად იცოდა, რასაც დაინახავდა.

კიბეს ჩაუყვა, სახლს შემოუარა და ახლა წინა მხარეს, აივანზე ავიდა. ისევ მარცხნივ გაიხედა.

2013 წლის სექტემბრის ერთი ჩვეულებრივი დილა თენდებოდა დვანში.

ვისთვის ჩვეულებრივი, მისთვის კი...

ღრმა ნაფაზი დაარტყა, საჩვენებელი და ცერა თითით სიგარეტის ბოლო დაიჭირა, დანარჩენთითებგაფშეკილმა, ბოლო ნაფაზის შემდეგ თვალი მოჭუტა და ნამწვი წკიპურტით მოისროლა მავთულხლართებისკენ, ისე რომ ისევ არ გაუხედავს იქეთ.

ეზოში ვაშლები წითლად ღუოდნენ. იქვე პომიდვრისა და კომბოსტოს ნარგავები იყო, რომლებსაც მალე მეზობლების ფეხები გათელავდნენ.

გული შეეკუმშა.

ისევ კიბეს ჩაუყვა და სათავსოში შევიდა. ჯერ ძალაყინი აიღო და მარცხენა ხელში გადაიტანა. მერე მძიმე ურო მოძებნა და მარჯვენა მხარზე გაიდო.

„საიდან დავიწყო?“, - ისევ გული შეეკუმშა. უნდოდა, მხნედ დახვედროდა მეზობლებს, რომლებიც მამაპაპისეული სახლის დანგრევაში უნდა მიხმარებოდნენ.

მარცხნიდან უკვე მოისმოდა გადაძახილები - სოფლის მამაკაცები მოდიოდნენ დასახმარებლად.

გაახსენდა, როგორ გაუხარდა ამ ხმების გაგონება, როცა რამდენიმე წლის წინ შვილის ქორწილისთვის ემზადებოდა.

ისევ კიბეს ახედა, სადაც შვილმა და რძალმა თეფში შეტყუპებული ტერფების დარტმით დაამტვრიეს. თითქოს შეძახილებიც გაიგონა: „შეაბერდით ერთმანეთს ტკბილად!“; „იხარე ჭერო, მოკვდი, მტერო!“.

ჭერმა ვერ იხარა – ჭერი უნდა დანგრეულიყო.

მტერი ვერ მოკვდა, მტერი ჯერ ხარობდა და თავისი გაჰქონდა.

კვდებოდა სახლი...

მასთან ერთად ხელახლა კვდებოდნენ ბაბუა, ბებია, დედა, მამა, მეუღლე...

განაჩენი ულმობელი იყო: სახლის გვერდით მავთულხლართებს უნდა გაევლო - ოკუპანტების ახალი წესრიგის მიხედვით, სახლი, რომელიც სიკვდილისთვის იყო განწირული, „სასაზღვრო ზოლში“ მოხვდა და უნდა დაშლილიყო.

რის წაღებასაც მოასწრებდნენ საღამომდე, ხომ კარგი - „დიდსულოვანი“ თანხმობა მიიღეს. დანარჩენს - სპეცტექნიკა დაშლიდა და მიწასთან გაასწორებდა.

მეზობლების ხმა სულ ახლოს გაიგონა და მოტრიალდა. რვა მამაკაცი ჭირისუფალივით მდუმარედ ჩამწკრივებულიყო. გაუკვირდა, ჭიშკრის ჭრიალის ხმა რომ არ გაუგონია და გაახსენდა - ჭიშკარი ხომ ჯერ კიდევ გუშინ ჩამოხსნა.

მამაკაცებს უროები წამოეღოთ. ახლა მიწაზე ედოთ, ვერტიკალურად. ტარებს დაყრდნობოდნენ. უმწეოდ, უგამოსავლოდ დაბნეულები იდგნენ და სახლის პატრონს შესცქეროდნენ.

სხვა გზა არ იყო, აქ სხვა ვერ იპირველებდა და სოფელში პირველობას ჩვეულ მამაკაცს აქაც პირველობა მოუწია: ღრმად ჩაისუნთქა, ურო მაღლა აღმართა, მოიქნია და გვერდულად შემოსცხო კედელს.

ბათქაში უსიამოვნო ხმაურით ჩამოიშალა და ბეტონის ნატეხებიც მოაყოლა.

მეზობლებიც, თავ-თავიანთი უროებით, კედლის გასწვრივ გამწკრივდნენ.

დვანში აყრა იწყებოდა.

ლაშა ბერულავა

28 სექტემბერი, 2013. 

„ჟურნალისტები ოკუპაციის წინააღმდეგ“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42