„ახალგაზრდა ადვოკატები“ – თავდაცვის სამინისტრო ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტებზე კვლავ სდუმს
საზოგადოება - 17:57, 28 Sep, 2013     1445

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სპეციალური ბრიფინგი გამართეს, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჯარისკაცების საკვებით მოწამვლის ფაქტს გამოეხმაურნენ.


„ახალგაზრდა ადვოკატები“, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე აცხადებენ, რომ 16–22 სექტემბრის შუალედში, 330 ჯარისკაცის მოწამვლის ფაქტი კვლავ დაფიქსირდა, კერძოდ  31–ე ქარხნის ტერიტორიაზე არსებულ ბრიგადაში, მე–11 ბრიგადასა და საინჟინრო ბრიგადაში.


მათი განცხადებით, ბოლო პერიოდში, ჯარისკაცების მოწამვლის გახშირებული ფაქტები, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების კვების უსაფრთხოებაში არსებული პრობლემები გამოუსწორებელია და შეცვლილი მენეჯმენტი სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ლოჯისტიკის სფეროში არსებული საკითხების შესაბამის გადაწყვეტას და  ხარვეზების აღმოფხვრას.


„ახალგაზრდა ადვოკატები“ კიდევ ერთხელ მივმართავთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტებზე, მინისტრს, სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდებს. მართალია, კომპანია „ქართული კვების“ მენეჯმენტი შეიცვალა, რომელიც თავდაცვის სფეროში კვებითი უზრუნველყოფის მიმართულებით, ერთ–ერთი მთავარი კონტრაქტორია, თუმცა სამხედრო მოსამსახურეების საკვები პროდუქტებით მოწამვლის ფაქტი კვლავ სისტემურ პრობლემად რჩება. ორგანიზაცია სამინისტროს კვებითი უსაფრთხოების მიმართულებით კონტროლის გაძლიერებისკენ ისევ მოუწოდებს და მიმართავს, დააყენოს კვებით უზრუნველყოფაზე კონტრაქტორი კომპანიების პასუხისმგებლობა და თითოეული გამოვლენილი შემთხვევის მიმართ, ჰქონდეს მკაცრი რეაგირება, ვინაიდან საზოგადოებისთვის უცნობია, რომელი კომპანიები იღებენ პასუხისმგებლობას უწყებაში ლოჯისტიკის სფეროს ეფექტურ მუშაობასა და უსაფრთხოებაზე, როდემდე უნდა გრძელდებოდეს ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტები და არ ხდებოდეს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირების პასუხიმგებლობის საკითხის დასმა," - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ბრიფინგზე აღინიშნა, რომ „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საზოგადოებას ადრეც მიაწოდეს ინფორმაცია საკვები პროდუქტებით მოწამვლის გაუხმაურებელი შემთხვევის შესახებ, რომელიც სენაკის სამხედრო ბაზაზე მოხდა. მაშინ მოიწამლა 52 ჯარისკაცი და ფაქტი 25 ივლისს მოხდა. განცხადებას სამინისტროს ზოგიერთმა უფლებამოსილმა პირმა დაუსაბუთებელი უწოდა, თუმცა მოგვიანებით, სამინისტრომ, თავისი წერილით, სენაკის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცთა მოწამვლის ფაქტი დაადასტურა და 2013 წლის 23 აგვისტოს წერილით ცნობილი გახდა, რომ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, დანიშნულია ექსპერტიზა და მიმდინარეობს გამოძიება.


„ახალგაზრდა ადვოკატები“, მოცემულ შემთხვევაშიც უტყუარს უწოდებს 320 ჯარისკაცის მოწამვლის ფაქტს 31–ე ქარხნის ტერიტორიაზე არსებულ ბრიგადაში, მე–11 ბრიგადასა და საინჟინრო ბრიგადაში. შესაბამისად, ორგანიზაცია გამოთქვამს იმედს, რომ სამინისტრო ფაქტის მიჩქმალვას არ შეეცდება.

 

ქვემოთ გთავაზობთ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წერილს, რომელიც ადასტურებს სენაკის ბაზაზე ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტს და რომლის შესახებაც, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სპეციალური ბრიფინგი გამართეს.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42