ვიზიტის ფარგლებში დადგეგმილია შეხვედრები ევროსაბჭოში, ევროპარლამენტსა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში.
30 სექტემბერს, სტრასბურგში 10:00 საათზე ზურაბ ხარატიშვილი და პაატა დავითაია შეხვედრებს გამართავენ ევროსაბჭოს პოლიტიკურ დირექტორატში, 12:00 საათზე- ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში, 14:00 საათზე - ვენეციის კომისიის აღმასრულებელ დირექტორთან, 17:00 საათზე დაგეგმილია ხარატიშვილის და დავითაიას შეხვედრა და სიტყვით გამოსვლა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფრაქცია ,,ევროპელ დემოკრატებთან“.
1 ოქტომბერს ზურაბ ხარატიშვილი და პაატა დავითაია შეხვედრებს გამართავენ ბრიუსელში. 14:00 საათზე შეხვედრა გაიმართება ევროპარლამენტის ფრაქცია ,,ევროლე კონსერვატორთა და რეფორმისტთა“ თავმჯდომარე მილა გაბროჩთან.
3-4 ოქტომბერს ვიზიტის ფარგლებში ზურაბ ხარატიშვილი და პაატა დავითაია შეხვედრებს გამართავენ ვაშინგტონში.
3 ოქტომბერს 14:00 საათზე შეხვედრა გაიმართება ვაშინგტონში IFES-ის ოფისში.
4 ოქტომბერს, 10:00 საათზე შეხვედრა გაიმართება ვაშინგტონში IRI-ის მთავარ ოფისში.
12:00 საათზე - ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან არსებულ ,,ევროპის, რუსეთის და ევრაზიის რეგიონის“ დირექტორთან კორი უელტთან.
13:30 საათზე დაგეგმილია შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში - მრგვალი მაგიდა.
მასალის გამოყენების პირობები






