წელს ლუდი „ნატახტარი“ არსებობის მანძილზე მეოთხედ განახლდა. ამჯერად, განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ბრენდის სიმბოლიკის დახვეწას. კერძოდ კი, სიტყვა „ნატახტარის“ ტიპოგრაფიასა და მის ძირითად სიმბოლოს - გვირგვინს, რომელმაც ადგილწარმოშობის სახელისა და ლუდის არსი/კონცეფცია გააერთიანა. რადგან ბრენდის კონცეფციაა 100% ლუდი, შეფუთვაზე საგანგებო ადგილი დაიკავა ლუდის წარმოების პროცესის აღწერამაც. ღონისძიებაზე ბრენდის ახალი სარეკლამო ვიდეოს პრემიერაც შედგა.
„ქართული ლუდის ბაზარი ვითარდება. ახალი მოთამაშეების შემოსვლასთან ერთად, ჩნდება უფრო და უფრო მეტი ახალი ბრენდი - ზოგი იმპორტირებული, ლიცენზირებული, არალიცენზირებული, ზოგიც ადგილობრივი და სხვ. საშუალოდ, ყოველწლიურად 3-4 ახალი ბრენდი შემოდის ბაზარზე, მათ შორისაა ჩვენი ახალი პროდუქტებიც. ზოგი მათგანი დღემდე არსებობს, ზოგი კი გაქრა მომხმარებლის არჩევანიდან გამომდინარე. ნატახტარის ლუდი 2009 წლიდან წამყვან პოზიციას იკავებს უახლესი ტრენდების მიხედვით, მუდმივი განვითარებისა და სიახლეების საშუალებით.
კომპანია „ნატახტარში“ ჩვენ გვჯერა, რომ ლუდი არ არის უბრალოდ სასმელი და ჩვენც ლუდს არ ვხარშავთ უბრალოდ დასალევად, არამედ გვწამს, რომ ჩვენი სამუშაოს ნაწილია, შევქმნათ სასიამოვნო მომენტები ცხოვრებაში. ჩვენ არა მხოლოდ ვქმნით ლუდს, არამედ ვქმნით ბედნიერებას ადამიანების სოციალურ ცხოვრებაში. „ნატახტარი“ ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი უძველესი ლუდია, რომელსაც უდიდესი სიამოვნებით მიირთმევს ქართველი მომხმარებლების უმრავლესობა და გვაქვს პატივი, ვიყოთ ლუდის ბაზრის ლიდერები მრავალი წლის მანძილზე“, - აღნიშნავს კომპანიის გენერალური დირექტორი ჯუნეით არათი.
„პირველად ლუდი „ნატახტარი“ 14 წლის წინათ ჩამოვასხით, ამ დროიდან მოყოლებული ბაზრის ერთპიროვნული ლიდერები ვართ. სტატუსიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს მომხმარებლისა და, ზოგადად, ქართული ლუდის ინდუსტრიის მიმართ. ამასთანავე, საჭიროა უფრო მეტი კომუნიკაცია მომხმარებელთან. შესაბამისად, თანამედროვე ბაზრის ტენდენციებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, შეგვემუშავებინა „ნატახტარის“ მთელი ხაზისთვის ეტიკეტისა და ლოგოს ახალი დიზაინი. მნიშვნელოვანი ფაქტორებია ის, რომ „ნატახტარი“, როგორც ლიდერი ბრენდი, ლუდის ინდუსტრიის განვითარებაზეც იღებს პასუხისმგებლობას. ახალ ეტიკეტზე უკანა მხარეს დატანილია ლუდის წარმოების მთელი პროცესი, რაც ხელს შეუწყობს ლუდის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებას. ჩვენ ნამდვილად გვეამაყება, რომ ვქმნით მაღალი ხარისხის ქართულ პროდუქტს, რომლის წარმოებისას მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტები და ნატახტრის ბუნებრივი წყალი გამოიყენება“, - განმარტავს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.
„დავაგემოვნეთ კომპანია „ნატახტარის“ მიერ წარმოდგენილი განახლებული ლუდი „ნატახტარი“. შემიძლია, სიამაყით აღვნიშნო, რომ ხარისხით არაფრით არ ჩამოუვარდება გერმანული და ჩეხური წარმოების ლუდებს. ვფიქრობ, საინტერესო და მიმზიდველი პროდუქტია ქართულ ბაზარზე. დღევანდელი დღე დასტურია იმისა, რომ კომპანია „ნატახტარი“ საკმაოდ სწრაფი ტემპებით ვითარდება და ზრდის ბაზარზე კონკრეტული პროდუქციების რაოდენობასა და მოცულობას“, - აღნიშნავს საქართველო-ევროკავშირის ბიზნესსაბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კაჭარავა.
„მნიშვნელოვანია, რომ „ნატახტარს“ აქვს სწორი კომუნიკაცია მომხმარებელთან, ეს პროცესი არის ხანგრძლივი და წლების განმავლობაში დანერგილი. ასეთი მიდგომა განსაზღვრავს, რომ „ნატახტარი“ როგორც ქართული ბრენდი ქვეყნის ბაზარზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. მისადმი ლოიალურია მომხმარებელიც, რადგან მას აქვს ნდობის საკმაოდ მაღალი ხარისხი“, - მიაჩნია ბიზნესომბუდსმენის მოადგილეს ლევან კალანდაძეს.

ადგილზე, ასევე, წარმოდგენილი იყო ბრენდის 14-წლიანი ისტორიის ამსახველი მასალა და ლუდის ხარშვის ინსტალაცია. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა, ამომწურავი ინფორმაცია მიეღო ლუდის პროფესიული დაგემოვნებისა და შეფასების შესახებ.
საღამო მუსიკალურად ნოდარიკო ხუციშვილმა ბენდთან ერთად გააფორმა.
პირველად ლუდი „ნატახტარი“ 2005 წელს ჩამოისხა. 2009 წელს კომპანია უკვე ქართული ლუდის ბაზრის ლიდერი გახდა და 10 წლის განმავლობაში, დღემდე სტაბილურად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას.


მასალის გამოყენების პირობები






