"მივიწევთ გამარჯვებისკენ!
რამდენიმე დღის წინ გამოვაქვეყნეთ კარფურის თანამშრომლის წერილი.სადაც ყვებოდა მენეჯერის მხრიდან ცუდ მოპყრობაზე.დღეს ეს ადამიანი კვლავ დაგვიკავშირდა" - დაწერა გვერდის ადმინისტრატორმა.
“ ადმინს დავპირდი მოგწერ რას მოიტანს ეს პოსტითქო , მადლობა ადმინს და ყველას ვინც გულთან მიიტანა კარფურთან დაკავშირებით ჩემი პოსტი, კომენტარებში ვიხილეთ თავგამოდებული დამცველები , თუმცა ყველა მენეჯერის სამეგობროდან . სიტუაცია შედარებით გამოსწორდა . სიმშვიდეა , იყო თათბირები და საუბარი ამ თემის გარშემო, მთავარი შედეგი არ დამდგარა მაგრამ ჩვენი მოთხოვნა მისი გაგდება არც ყოფილა, იმდენად აღარ გვავიწროვებს და არის თავისთვის. ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს საქმეს. მადლობა გამოხმაურებისთვის . მადლობა გვერდში დგომისთვის . პერიოდულად გაგაგებინებთ რა იქნება. ჩვენნაქ იმიტომ ვართ ამდენი რომ დავეხმაროთ ერთმანეთს და შევაჩეროთ ვისაც სურს დაგვიმონოს თანამედროვე მეთოდებით. მადლობა კიდევ ერთხელ.” - წერს კარფურის თამაშრომელი.
მასალის გამოყენების პირობები






