ლაშა ექიზაშვილი: ,,ლეიბორისტულ პარტიას არც ჰქონია სურვილი ურთიერთობები დაემყარებინა ,,ქართული ოცნების,, კოალიციასთან,,
_ ახალი მთავრობის მოსვლა ხელისუფლებაში, ახალი მინისტრების დანიშვნა – ეს უკვე ახალი თემა აღარაა. თუმცა, საზოგადოებას მუდმივი ყურადღების ცენტრში არიან, რადგან მათგან სწრაფ რეაგირებას ითხოვენ. რამდენად სწრაფად და ეფექტურად შეძლებს ხელისუფლებაში მოსული ,,ქართული ოცნება” იმედების გამართლებას?
_მოგეხსენებათ, ქართველმა ხალხმა 1 ოქტომბერს გააკეთა თავისი არჩევანი, ხოლო რამდენად კარგია,თუ რამდენად ცუდია – ეს უკვე სხვა საკითხია. მათ მიერ არჩეულმა საკანონმდებლო ორგანომ დაამტკიცა ეს მთავრობა. შესაბამისად, იმ ორგანომ, რომელსაც ნდობა გამოუცხადა ქართველმა ხალხმა, ნდობა გამოუცხადა ჩვენ მთავრობასაც. მინდა ჩემი გრძელვადიანი ვარაუდები გამოვთქვა, ვინაიდან საქართველოს მთავრობაში საკმაოდ მრავლად არიან ისეთი კადრები, რომლებსაც არანაირი შეხება არ ქონიათ არც პოლიტიკასთან და მითუმეტეხ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. საფუძვლიანი ეჭვი არსებობს იმისა, რომ მათ ვერ გაართვან თავი საკუთარ მოვალეობებს. აქვე უნდა ითქვას იმ კადრების შესახებ, რომლებიც არიან წარსულის გადმონაშთები. ამ პოლიტიკოსებს ის უფლებამოსილებები და ბერკეტები, რაც ეხლა აქვთ, უკვე ქონდათ ხელში, მაგრამ მათ მიერ გაკეთებული საქმე არავის უნახავს, გარდა იმისა რომ აფუჭებდნენ, და ეს კიდე რბილი ნათქვამია.
_ თვალსაჩინოა ის ფაქტი, რომ ქართულმა საზოგადოებამ არჩევანი ბიძინა ივანიშვილზე და მის ფინანსურ შესაძლებლობებზე გააკეთა და არა პოლიტიკურ მიმართულებაზე?
_საზოგადოება პოლიტიკურ მიმართულებაზე არჩევანს ვერ გააკეთებდა, რადგან “ქართული ოცნების” კოალიციაში 9 პარტია იყო შესული, რომლებსაც აქვთ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური იდეოლოგია, ზოგს კი საერთოდ არ გაჩნია არანაირი იდეოლოგია. მათი არჩევანის გაკეთების სტიმულატორი იყო, ერთადერთი ადამიანი,ანუ კოალიციის ლიდერი.
_ არჩევნების შემდგომ, გამოიკვეთა ორი ძირითადი პოლიტიკური ძალა “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა”. ის პარტიები, რომლებმაც ვერ შეძლეს “ქართული ოცნების” კოალიციაში შესვლა, აუტში აღმოჩნდნენ. ზოგიერთმა პარტიამ პოლიტიკური სივრცე სხვებს დაუთმო, ზოგი აგრძელებს თავის მოღვაწეობას. რამდენად წარმატებული იქნება მათი მომავალი არსებულ ვითარებაში?
_ "ლეიბორისტულ პარტიას" არც ჰქონია სურვილი ურთიერთობები დაემყარებინა “ქართული ოცნების” კოალიციასთან. მან თავისი შეფასებები და პოზიცია ბევრად ადრე დააფიქსირა, ვიდრე კოალიცია ჩამოყალიბდებოდა. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს: ქდმ, ედპ და სხვა, მათ მართლაც მცირედი მხარდაჭერა ქონდათ და შესაბამისი შედეგიც მიიღეს. ლეიბორისტული პარტია 16 წელია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მოღვაწეობს და სტაბილურად ყავს თავისი ამომრჩეველი. ბოლო არცევნებში მიღებული დაბალი საპროცენტო მაჩვენებელი ხალხის არაციონალური არჩევანის შედეგია. მათ არ გაითვალისწინეს პოლიტიკური პარტიათა იდეები, შეხედულებები, განვითარების ისტორია და პრიორიტეტად მიიჩნიეს ერთი კონკრეტული ადამიანი.
_თქვენ ახსენეთ, რომ "ქართულ ოცნებაში" მრავალი პარტიაა გაერთიანებული სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებებითა და კურსით. ამის გამო, ერთიანი შეხედულება ზოგიერთი საკითხის მიმართ ამ კოალიციას არ გააჩნია, რაც შიდა სამზარეულოში არეულობას და დაბნეულობას იწვევს. თქვენი აზრით, ასე თუ გაგრძელდა, ემუქრება თუ არა "ქართულ ოცნებას" დაშლა?
_ზოგადად პოლიტოლოგიაში მიღებულია ორი ასეთი მცნება, პარტიული კოალიციის ორი განმარტება: ერთი, როდესაც იქმნება პარტიული კოალიცია წინასაარჩევნოდ, რათა მათ მოახერხონ არჩევნებზე ერთი ბლოკის სახით გასვლა და გამარჯვება; მეორე, როდესაც არჩევნებში გამარჯვების შემდგომ პარტიები ქმნიან ბლოკებს. საქმე გვაქვს არჩევნებამდე შექმნილ ბლოკზე, რომელიც გასვლის შემდგომ იშლება გარკვეული ეტაპის შემდეგ. ჩემი აზრით, რეალურიცაა და ბუნებრივიც ეს კოალიცია დაიშალოს. ალბათ, გარკვეული პარტიები უახლოეს ერთ წელიწადში გამოეყოფიან, ხოლო სრული დაშლა მოხდება 2 საარჩევნო წლის შემდგომ.
_რაც შეეხება განათლების მინისტრს, რომელიც აქტიურად ჩაება განათლების რეფორმებში. პირველი, რაც მან გააკეთა შეცვალა აბიტურიენტების მიღების წესი. თუმცა, რაც შეეხება სწავლის გადასახადის შემცირებას, მასწავლებლების სერტიფიცირებას, ლექტორების დაბრუნებას თუ სხვა უფრო მნიშვნელოვან საკითხს, ჯერჯერობით განხილვის მიღმა დარჩა. თქვენი აზრით, განათლების სფეროში რა ცვლილებები უნდა განხორციელდეს?
_მე პირადი შეხება არ მქონია მინისტრთან, მხოლოდ ტელევიზიით ვადევნებდი თვალყურს. ტელევიზიით გამოსვლა ადვილია და საუბარი, თუმცა საქმით ჯერ ვერაფერი შედეგი ვერ დავინახე. განათლების მინისტრის მიერ საატესტაციო და ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება წინა მინისტრის პოლიტიკისგან თითქმის არაფრით განსხვავდებოდა. . წინა პრინციპით 8+1 სისტემა იყო,ახლა კი 8+4, იმის მაგივრად შეღავათი გაეკეთებინათ, აბიტურიენტებს უფრო გაურთულეს საქმე. იმედი მაქვს, რომ ამასთან დაკავშირებით აბიტურიენტები პროტესტს გამოთქვავენ საკუთარი უფლებების დასაცავად. განათლების სისტემაში სრული რეკონსტრუქცია უნდა მოხდეს, შესაცვლელია სახელმწიფოს დამოკიდებულება სახელმწიფო უნივერსიტეტებთან თუ კერძო სასწავლებლების მიმართ. პირველ რიგში, უნდა მოხდეს სწავლის გადასახადის დაკლება, ასევე სწავლის ხარისხის ამაღლება. საქართველოში არსებული სწავლის გადასახადი, არაპროპორციულია და არ შეესაბამება სწავლის ხარისხს.
_მაია მიმინოშვილმა ვერაფერი გააკეთა წინა ხელისუფლების პირობებში ისეთი,რაც საზოგადოების აღფრთოვანებას გამოიწვევდა, ახლა კი იგივე თანამდებობაზე ვიხილეთ. რითი დაიმსახურა მან ეს თანამდებობა?
_ჩემი აზრით, მისი იგივე თანამდებობაზე დანიშვნა გამოწვეულია იმ საქციელით, როდესაც იგი მართლაც თუ შეფარვით განუდგა ნაციონალურ მოძრაობას. გარკვეულწილად, ამან მას შეუქმნია გმირის იმიჯი საზოგადოების ნაწილში. ეს მცდარი მოსაზრებაა, რადგან იგი წინა ხელისუფლების დროს საკმაოდ დიდი ხანი იმყოფებოდა თანამდებობაზე და ასრულებდა განათლების სამინისტროს შეკვეთას. მას ხმა მანამდე არ ამოუღია ხმა, სანამ პირადად არ შეექმნა პრობლემები განათლების სამინისტროსთან . მისგან ნამდვილად არ მოველი რაიმე პოზიციის შექმნას, ან რაიმე განსხვავებული პოლიტიკის გატარებას. თუ იგი იძულებული არ იქნება გაატაროს განსხვავებული პოლიტიკა ძემდგომების შეკვეთით.
_ იგივე მიმინოშვილი, ასევე სხვა პოლიტიკოსები თქვენი თქმით, ძველი გადმონაშთები არიან. როგორ ფიქრობთ ისინი მოსულები არიან მართლაც ხალხის საკეთილდღეოდ თუ პირადი ინტერესები დარჩათ დაუკმაყოფილებელი?
_ შესაძლოა ამ ადმიანებს გამოცდილება და პროფესიონალიზმი მართლაც გააჩნიათ. მათი პროფესიონალიზმის გამოყენება საზოგადოების საკეთილდღეოდ იქნება შესაძლებელი მაშინ, თუ ახლადმოსული პოლიტიკური გუნდის პოლიტიკური ნება იქნება. შესაძლოა, ამ პიროვნებებს მართლაც კეთილი მიზნები ამოძრავებდათ მაშინაც, თუმცა მათი პოლიტიკური გარემოცვა ამის გაკეთების უფლებას არ აძლევდა, ხოლოდ დღევანდელი პირობებიდან გამომდინარე, მათ ქონდეთ ეს საშუალება. თუმცა, რამდენად ექნება ამ პოლიტიკურ გუნდს ეს პოლიტიკური ნება, ეს სხვა საკითხია.
_სააკაშვილის დამსახურებაა დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნები? მისი პოლიტიკური ნება იყო თუ არჩევანის საშუალება არც ქონდა?
_სააკაშვილისთვის, გოგორიშვილისთვის, მაჭავარიანისთვის შანსი რომ მიეცათ გაყალბების, ისინი ამას გამოიყენებდნენ. ამჯერად, საარჩევნო უბნები, საუბნო საარჩევნო კომისიები დაკომპლექტებული იყო ისე, რომ მათ არ ეძლეოდათ გაყალბებისს საშუალება.
_საზოგადოება იმდენად გადაიღალა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკით, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მათთვის სულ ერთი იყო ვინ მოვიდოდა, ოღონდ მიხეილ სააკაშვილის გუნდი მოეცილებინათ. "ლეიბორისტულ" პარტიას იგივე ფინანსური მხარდაჭერა რომ ქონოდა, როგორც "ქართულ ოცნებას" და რომ არა "ქართული ოცნება", მოვიდოდნენ თუ არა ლეიბორისტები უმრავლესობით ან თუნდაც უმცირესობით?
_ლეიბორისტულ პარტიას ფული არ ჭირდება იმისთვის, რომ პიარი გაეკეთებინა. მას ფული ჭირდებოდა იმისთვის, რომ ხალხთან მუშაობის საშუალება ქონოდა. თუნდაც მთელი საქართველოს მაშტაბით გასვლების საშუალება რომ ქონოდათ, საკმაოდ დიდი თანხები ჭირდება აქციის გაკეთებას და მითუმეტეს რეგიონებში გასვლას. ლეიბორისტულ პარტიას რომ ქონოდა ფინანსური მხარდაჭერა, ვფიქრობ, ის ბოლომდე მიიტანდა თავის სათქმელს ქართველ ხალხთან. ეს საწინდარი იქნებოდა იმისა,რომ ლეიბორისტები მოსულიყვნენ ხელისუფლებაში უმრავლესობით.
_ლეიბორისტული პარტია იგივე კურსით აპირებს განაგრძოს პოლიტიკური მოღვაწეობა, თუ რამე რადიკალურ ცვლილებებს უნდა ველოდეთ?
_ლეიბორისტული პარტია, ერთი და იგივე გზით, ქართული, ეროვნული გზით მიდის უკვე მრავალი წელი. დიდი იმედი მაქვს, რომ იგივე გზით გააგრძელებს მოძრაობას.
ნანა ნიაზაშვილი
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა






