"ანტრეში უზომოდ ამცირებენ თანამშრომლებს... ადმინისტრატორი ძირს ნაყარ პროდუქტს დახლზე დებდა,ძვირადღირებულ ნამცხვრებს სამი დღე ყიდდა" - მოლარე კონსულტანტის შემაშფოთებელი წერილი
სოც.მედია - 19:02, 22 Apr, 2019     2582
სოციალურ ქსელში გვერდი "არა მონობას" მორიგ მძიმე ისტორიას აქვეყნებს.

“ანტრეში ვმუშაობდი მოლარე-კონსულტანტად. რა თქმა უნდა გავიარე გასაუბრება , საჭირო იყო ორი ენის გამართულად ცოდნა, მუშაობის გამოცდილება მსგავს სფეროში და როგორც არის ხოლმე ისეთი მოთხოვნები. რათქმაუნდა ადმინისტრატორი უმკაცრესი, არარეალური მოთხოვნებით. რომ მივედი ეს ენები ადმინისტრატორმა არამცთუნარ იცოდა, არამედ წარმოდგენა არ ჰქონდა . ჩემს მოვალეობაში შედიოდა დილის 7 საათზე სამსახურში მისვლა , პროდუქტის განთავსება დახლზე , ამ პროდუქტის პროგრამული აღრიცხვა, ფასდებულის განლაგება, ყავის გაკეთება, სალარო აპარატთან დგომა, კლიენტის მომსახურება , თან დალაგება, თავისუფალ დროს ჭურჭლის რეცხვა. შესვენება არ იყო . 5 წუთში უნდა გეჭამა ფეხზე დამდგარს (დაჯდომა მთელი დღე აკრძალული იყო) და თუ ხალხი შემოდიოდა უნდა შეგეწყვიტა პროცესი.დიასახლისის უკმარისობის გამო გვახეხინებდნენ ტუალეტს, გვაწმენდინებდნენ იატაკს. (ეს არარის სათაკილო როდესაც მიდიხარ დიასახლისის პოზიციაზე , მაგრამ არა მოლარედ) ადმისიტრატორი დროზე ადრე მიდიოდა და ამის გამო დამემატა მისი საქმეც , ანუ პროდუქციის შეკვეთა , ჩამოწერა და დღის ნავაჭრის აღრიცხვა. ამაზე მადლობა არავის უთქვამს. მეტიც ადმინისტრატორს დაწესებული ჰქონდა რომ მეორე ცვლა სამსახურში თუ 1წუთით იგვიანებდა , ჯარიმდებოდა
თანხობრივად, ეს თანხა ქეშად უნდა მიგეცა მისთვის , ის კი ჩამოწერილი საქონლის რაოდენობას ცვლიდა და ჩვენზე წართმეული ჯარიმებით ჩუმათ ყიდულობდს პროდუქტს რომ ჩამოწეა არ ქონოდა ბევრი და დაეწინაურებინათ. ძირს ნაყარ პროდუქტს დახლზე დებდა , ასევე იმიტომ რომ ჩამოწერა არ ჰქონოდა. ასევე საკმაოდ ძვირადღირებულ ნამცხვრებს , რომელიც ყოველდღე ახალი უნდა ყოფილიყო სამი დღე ყიდიდა. წინ ახალს დებდა უკან კი ძველს ,რომ მომხმარებელს ვერ შეემჩნია.(ამას ჩვენ გვავალებდა, ახალი რომ მიგეცა მომხმარებლისთვის შენიშვნას გვაძლევდა)გვაყენებდა შეურაცხყოფას , ყვიროდა , დაგვცინოდა. ასევე სააღდგომოდ გვამუშავებდნენ არაადამიანურად და გვპირდენოდნენ ამ თანხის ანაზღაურებას . რომელიც რა თქმა უნდა არავისთვის მიუციათ. აწყობდა შაბათობას და არასამუშაო დღეებში გვიბარებდა მთელ სტაფს დასალაგებლად თითონ არც კი ინძრეოდა, ხან არც მოდიოდა . სამსახურიდან სანამ
წავიდოდი ძალიან დამამცირა , რის გამოც სამსახური დავტოვე და ამის შესახებ არც კი უთქვამს არავისთვის , სანამ მე არ ვთქვი , ანუ ჩემს მაგივრად ისევ სხვებს უწევდათ ზეგანაკვეთური მუშაობა ანაზღაურების გარეშე. რათქმაუნდა ჩვენი ხელფასი მინიმალური იყო. მისი ორჯერ მეტი. ეს გოგო დააწინაურეს . საოცარი ნეპოტიზმია კომპანიაში. უზომოდ ამცირებენ კადრებს , დასცინიან , წყობიდან გამოყავთ. ხანდახან დაღლილობისგან მეტირებოდა, ფეხები და წელი მტკიოდა . ეხლა ბევრად უკეთეს სამსახურში ვმუშაობ. ასეთ მოქცევას არავინ იმსახურებს და ჯობია გარისკო და წამოხვიდე!” - წერს მოლარე კონსულტანტი.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42