19 აპრილს გამართულ ღონისძიებაზე, ბენტლი თბილისმა საქართველოში მცხოვრები მდიდრული საავტომობილო ბრენდის მოყვარულებს შესთავაზა გამორჩეული საღამო.
განსაკუთრებული გარმეო - ბენტლი თბილისის მიერ ორგანიზებული საღამო, 2019 წლის განმავლობაში ბენტლის საავტომობილო ბრენდის 100 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებებიდან პირველი იყო საქართველოში. სტუმრები შეურთდნენ საუკუნოვანი ბრენდის ზეიმს და ისიამოვნეს ბენტლისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული საღამოთი.
1919 წელს , უოლტერ ოუენ ბენტლიმ დააარსა კომპანია, მარტივი მიზნით - შეექმნა «სწრაფი ავტომობილი, კარგი ავტომობილი, საუკეთესო თავის კლასში». მას მერე ეს პრინციპი შეუცვლელი რჩება, რაც ბენტლის ხდის მსოფლიოში წამყვან მწარმოებელს და შტააგონებს ახალ მიღწევებზე.
2019 წლის 10 ივლისს ბენტლის საავტომობილო მარკას უსრულდება 100 წელი. კომპანია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნავს დღევანდელმსოფლიო ბაზარზე წარმატებას და ამ წარმოუდგენლად დიდ განვლილ გზას, რომელიც მხოლოდ ერთეული მწარმოებლებისთვის არის მიღწევადი.
შეგახსენებთ: Bentley Motors არის მსოფლიოში პოპულარული მდიდრული ავტომობილების ბრენდი. კომპანიის ქარხანა და სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ქრუში (ინგლისში). აქვეა თავმოყრილი მისი ძირითადი საქმიანობა, დიზაინერული გადაწყვეტილებების, სამეცნიერო კვლევებისა და შემუშავებების, ასევე ოთხი სამოდელო ხაზის:Continental, Flying Spur, Bentayga და Mulsanne ავტომობილების პროექტირების და წარმოების ჩათვლით.
ბრიტანული მდიდრული საავტომობილო ბრენდების, ისეთი როგორიც არის Bentley, უნიკალურობა, გამოიხატება შემდეგი კომბინაციებით: ხელით შესრულებული საოცარი ნამუშევარი, ტრადიციები რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა, ინჟინერული გამოცდილებით და მოწინავე ტექნოლოგიებით. კომპანიამ შეინარჩუნა ბრიტანული მდიდრული საგნების მწარმოებელთა საუკეთესო მემკვიდრეობა. ბენტლის ქარხანაში, ქალაქ ქრუში დასაქმებულია დაახლოებით 4000 ადამიანი. 

მასალის გამოყენების პირობები






