მოარული ხმების მიუხედავად, ფაქტია - პანკისის ხეობაში, 2017 წლის დეკემბერში, სპეცოპერაციის ჩატარებისას მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშილის საქმის შემდეგ, პანკისელებს სპეცრაზმის მიმართ განსაკუთრებულად ნეგატიური დამოკიდებულება აქვს.
როგორია პანკისის "მორიგი სისხლიანი სცენარის" სხვა მხარე - საკითხის შესაფასებლად „ნიუპოსტი“ ექსპერტ გია ხუხაშვილს დაუკავშირდა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ახასიათებს ბრიყვული პრობლემების ჯერ შექმნა, შემდეგ კი წარმოქმნილი პრობლემების "გმირულად"გადაჭრის გზებზე ფიქრი:
„თვითონ პროცესზე რომ ვისაუბროთ - აბსოლუტურად სწორ ადგილზე შექმნილი პრობლემა იყო, ამ ხელისუფლებას ახასიათებს ასეთი რაღაც, რომ საკმაოდ ბრიყვული მოქმედებების შედეგად თვითონ შექმნის პრობლემას და შემდეგ ცდილობს, რომ გმირულად გადაჭრას თავისივე შექმნილი პრობლემა. მე საერთოდ ასეთი წინადადება მაქვს, რომ იქნებ გუშინდელი მოვლენების შემდეგ, სიბრიყვის ერთეულად შემოვიტანოთ, - მეგავატი, იმიტომ რომ 5-მეგავატიანი ჰესის მშენებლობის გამო სპეცრაზმის ჩაყვანა პანკისის ხეობაში, წარმოუდგენელი სიბრიყვე იყო. ფაქტობრივად, ამ ქმედებებმა გამოიწვია ის პროცესები, რაც ვიხილეთ. მითუმეტეს, რომ მაჩალიკაშვილის ფაქტის შემდეგ, ხეობაში სპეცრაზმის მიმართ საკმაოდ სტრესული დამოკიდებულება იყო და ბუნებრივია, რომ იმის პროგნოზირება, რომ იქ რაღაც მომხდარიყო, საკმაოდ მარტივი იყო“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ მომხდარის უკან გახარიას წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციის დანახვა შესაძლებელია და უფროპ მეტიც, შს მინისტრი მის წინააღმდეგ მიმართულ უფრო მეტ პროვოკაციებსაც უნდა ელოდოს:
„ამის უკან შეიძლება დავინახოთ შეთქმულების რაიმე თეორია? მე ვფიქრობ შეიძლება, იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართულ ოცნებაში“ შიდა გადანაწილებაში რაღაც ცვლილებები დაიწყო. ბუნებრივია გახარია სხვადასხვა ინტერესჯგუფებისთვის, რომლებიც მომრავლდნენ ხელისუფლებაში, გარკვეული დისკომფორტის მატარებელია, როგორც დამოუკიდებელი ფიგურა. როგორც ცნობილია, ის არც ერთ დაჯგუფებაში არ მონაწილეობს და ბუნებრივია, სამიზნე ამ შემთხვევაში შეიძლება ისიც ყოფილიყო. თუმცა, ეს მხოლოდ თეორიაა. ასეთი ტიპის გეგმა, რომ მიმართული ყოფილიყო გახარიას წინააღმდეგ და შეიძლება პროცესები ნამდვიალდ ისე განვითარებულიყო, რომ გახარიას გადადგომა გარდაუვალი ყოფილიყო, თვითონ რომ სწრაფი ზომები არ მიეღო, ეს გამოსარიცხი არ არის.
ეს არის ნამდვილად მრავალსაკითხიანი პრობლემა, სამიზნე შეიძლება ყოფილიყო გახარია, მე საერთოდ ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში გახარია სხვა ინტრიგებს და მამაძაღლობასაც უნდა ელოდოს, იმიტომ, რომ იმდენად შეიცვალა ხელისუფლებაში ძალის ცენტრების გადანაწილება, რომ ის უახლოეს პერიოდში იქნება მთავარი სამიზნე, ასეთია ხელისუფლების ბუნება, რომ ძალაუფლებისთვის ბრძოლა კულისებში ყოველთვის მიმდინარეობს. მე ვფიქრობ, რომ გახარიაზე შეტევები კიდევ განხორციელდება.“, - მიიჩნევს ექსპერტი.
გია ხუხაშვილის განცხადებით, ხელისუფლება რთული დილემის წინაშე დგას, რადგან იმ შემთხვევაში თუ პანკისის ხეობაში დაიწყება დაჭერები კონფლიქტი მეტად გამწვავდება, ხოლო თუ ყოველივე კანოსნი შესაბამისი მოთხოვნით, დამნაშავეთა დასჯის გარეშე დასრულდება, ვიხილავთ „კუდამოძუებულ სპეცრაზმს“:
„ახლა ძალიან რთული დილემის წინაშე დგას შინაგან საქმეთა სამინისტრო, იმიტომ, რომ ერთის მხრივ პასუხისმგებლობა უნდა გამოიკვეთოს და უნდა იქნას გარკვეულწილად დასჯილი, მეორეს მხრივ კი ძალიან სახიფათო იქნება ამ ფონზე ამ ყველაფრის განვითარება, ასე რომ საკმაოდ რთული და სწორი მოქმედებებით გასავლელი გზა ექნება შინაგან საქმეთა სამინისტროს. უნდა გვახსოვდეს, რომ აქ მთავარი პრობლემა არ იყო ჰესის მშენებლობა, მთავარი ჭრილობა არის ის ღია ჭრილობა, რომელიც მაჩალიკაშვილის საქმეს ახლავს, აქედან გამომდინარე ძალიან აკურატული მოქმედებებია საჭირო. თუმცა ამ თემის ღიად დატოვება და კუდამოძუებული სპეცრაზმის ამ ისტორიაზე დატოვება, დამაზიანებელია. შუალედური გამოსავალია მოსაძებნი და რა არის ეს გამოსავალი, ხელისუფლებამ უნდა მოიფიქროს“, - განმარტავს ხუხაშვილი.
რაც შეეხება ჰესების მშენებლობის საკითხს, გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის მსგავსი მშენებლობა საჭიროა, მაგრამ მოლაპრაკებებისა და მოსახლეობისთვის შესაბამისი პირობების წაყენების საფუძველზე:
„ჰესების მშენებლობა რა თქმა უნდა ქვყანაში უნდა ხდებოდეს, ჩვენთვის ჰიდროელექტროენერგეტიკა არის სტრატეგიული მიმართულება, გასაგებია, რომ უფრო იაფი ალტერნატივა საქართველოს არ აქვს, ამის შესაძლებლობები ქვეყანაშ არის და რატომაც არა, მითუმეტეს მცირე ჰესების კასკადური კონცეფცია მისაღებია, იმიტომ რომ ის ეკოლოგიას ყველაზე ნაკლებად აზიანებს დიდი ჰესებისგან განსხვავებით, ასე რომ ეს შესაძლებელია რომ კეთდებოდეს და უნდა კეთდებოდეს კიდევაც. სხვა საკითხია, კითხვები, რომლებიც ჰესების განლაგების არეალებში სიმება მოსახლეობის მხრიდან, უნდა იყოს პასუხგაცემული და ეს ყველაფერი შეთანხმებით უნდა ხდებოდეს. შესაძლოა გარკვეულწილად ის ადამიანები, რომლებიც ზიანდებიან, სავარუდო ზარალის კომპენსირების მექანიზმები უნდა ამუშავდეს აუცილებლად და სისტემური სახე უნდა მიეცეს, რომ ყველა მხარე კმაყოფილი იყოს და არა ისე ბრიყვულად, როგორც გუშინ ვიხილეთ, ვსაუბრობთ ხელისუფლებისა და პანკისელების ურთიერთობაზე, მაგრამ მთავარი პროვოკატორი ამ ყველაფრის იყო ის კომპანია, ვინც აშენებს ამ ხელისუფლებას, რადგან ვერ მაოხერხეს მოსახლეობასთან ნორმალურად საუბარი“, - მიიჩნევს ექსპერტი.
მისივე თქმით, პანკისის ხეობაში ღირსეული ხალხი ცხოვრობს, ვისთან მოლაპარაკების მიღწევაც სრულებით შესაძლებელია:
„პანკისის მოსახლეობა ღირსეული ხალხია და არ გავს ეს იმ ხალხს, რომელთანაც მოლაპარაკება შეუძლებელია“, - დასძენს ხუხაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






