"დიდი გამარჯვებები და ხელისუფლების ცვლილება ზუგდიდიდან დაიწყება" - გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები დღეს ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭკადუაშში იმყოფებოდნენ
პოლიტიკა - 17:08, 22 Apr, 2019     1203
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები დღეს ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭკადუაშში იმყოფებოდნენ.

“ძალა ერთობაშიას” წარმომადგენლები ადგილობრივების პრობლემებს გაეცნენ.

ჭკადუაშის მოსახლეობა ეკონომიკურ სიდუხჭირეს უჩივის და მთავარ გამოწვევად უმუშევრობას ასახელებს.

“სვავი უნდა წავიდეს”- ამბობენ ადგილობრივები.

ხელისუფლების ოპონენტები გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან და ამბობენ, რომ სანდრა რულოვსის გამარჯვებით დიდი გამარჯვებები და ხელისუფლების ცვლილება ზუგდიდიდან დაიწყება.


გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, მოსახლეობა კარგად ხვდება, რომ სანდრა რულოვსის გამარჯვება არის ქვეყნის შანსი წისვლისა და ოლიგარქის დამარცხებისკენ:

„ჩვენ ახლა ვიმყოფებით სოფელ ჭკადუაშში, დღეს დილიდან ვაწარმოებთ კარდაკარს სანდრა რულოვსის მხარდასაჭერად. მინდა აღვნიშნო, რომ როგორც ზუგდიდში, ასევე სოფლებში ფაქტობრივად სურათი არის საკმაოდ პოზიტიური ოპოზიციისთვის და კონკრეტულად მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის სასარგებლოდ. მოსახლეობის ტოტალური უმრავლესობა ფაქტობრივად მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ დამარცხებას და სანდრა რულოვსის გამარჯვებას ზუგდიდში. ზუგდიდელები კარგად ხვდებიან, რომ ეს არის შანსი, ზუგდიდი გახდეს ევროპული ქალაქი, ეს არის შანსი, ბიძინა ივანიშვილის მიზანი და ამოცანა, რომელიც მას დაევალა რუსეთისგან, პორტის მშენებლობის შეჩერება, არ შესრულდეს და გაგრძელდეს ანაკლია-ლაზიკას პროექტის განვითარება, ეს არის შანსი გახდეს ნახევარ-მილიონიანი ქალაქი და მესამე ქალაქი მაინც საქართველოს მასშტაბით, რომელსაც შავი ზღვის სანაპიროზე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პორტი ექნება, ეს არის სერიოზული პერსპექტივები ზუგდიდისთვის. გარდა ამისა, ეს ზოგადად არის შანსი საქართველოსთვის, ისევე როგორც უკრაინელებმა დაამარცხეს ოლიგარქია, დავამარცხოთ ოლიგარქი საქართველოშიც. მართალია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ კარიერას დიდი დღე არ უწერია, მაგრამ მისი მარცხი და ოპოზიციის, ჯანსაღი დემოკრატიული ძალების გამარჯვება დაიწყება სწორედ ზუგდიდიდან და ეს მოხდება 19 მაისს ზუგდიდის მერის თანამდებობაზე სანდრა რულოვსის გამარჯვებით“, - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.


გიორგი ბოტკოველის თქმით, სწორედ სოფლებიდან ჩანს თუ რა მდგომარეობაა მთლიანად საქართველოში "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში:

„დღეს ვიმყოფებოდით სოფელ ჭკადუაშში, საიდანაც კარგად ჩანს თუ რა მდგომარეობაა მთლიანად საქართველოში, ზუსტად აქედან დაწყებული ცვლილებები, ზუგდიდში მიღებული გამარჯვება, რომელიც აუცილებლად გარდაუვალია, მიიყვანს საქართველოს იმ წერტილამდე, რომელიც საქართველოს აუცილებლად სჭირდება, ეს არის დამარცხება ივანიშვილისა და მისი ბანდფორმირებისა, რომელიც ყოველდღიურად ასეთ დღეში ამყოფებს მოსახლეობას“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.


ზურაბ მელიქიშვილის თქმით, არსებობს უამრავი პრობლემა, რაც არის მოსაგვარებელი და ეს ყოველივე ზუგდიდის მერის თანამდებობაზე სანდრა რულოვსის არჩევით მოგვარდება:

„დღეს ჩვენ მოვიარეთ ზუგდიდის ულამაზესი სოფელი ჭკადუაში, შევხვდით მოსახლეობას და ბუნებრივია ისევე როგორც დანარჩენ საქართველოში, სხვა სოფლებში, აქაც იდენტურია პრობლემები. ძირითადად ეს არის უმუშევრობა, რაც თითოეულ ოჯახს ძალიან მძიმედ ურტყამს, უგზოობა, ბევრგან წყლის პრობლემა, მათ შორის სასმელი წყლის პრობლემა, რაც აუცილებლად გადასაწყვეტი თემა არის. ჩვენ მოსახლეობასთან შეხვედრისას გვქონდა იმ პროგრამაზე საუბარი, რომელიც აქვს ჩვენს კანდიდატს, სანდრა რულოვსს. სანდრა არის შანსი ზუგდიდის რაიონისთვის და შანსი მთლიანად საქართველოსთვის, გამომდინარე იქიდან, რომ გამარჯვება სწორედ ზუგდიდიდან უნდა დაიწყოს. დარწმუნებული ვარ ამ მხადაჭერის ფონზე, რაც ჩვენ ვნახეთ კონკრეტულად ამ სოფელში, სანდრა რულოვსი აუცილებლად გაიმარჯვებს და ისევე, როგორც ზუგდიდს, ასევე საქართველოს აუცილებლად მიეცემა შანსი“, - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.


კოტე იოსელიანის განცხადებით, სოფლის მოსახლეობას კარგად აქვს გააზრებული ის ფაქტი, რომ მათი ხმის უფლება არის იარაღი, რომელიც გამოყენებული უნდა იყოს მათი უკეთესი მომავლისთვის:

„ამჟამად ვიმყოფებით ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭკადუაშში, ეს არის ძალიან დიდ და ფართო სივრცეზე გაშლილი სოფელი, დიდი მოსახლეობით. ჩავატარეთ აქ კარდაკარი და განწყობა არის მართლაც უნიკალური, იმიტომ, რომ ადამიანებს ესმით რეალურად თუ რა მდგომარეობაშია ჩვენი სახელმწიფო, მათ აღარ სჭირდებათ არანაირი პოლიტიკოსებისაგან მიღებული ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ხდება სამთავრობო კულუარებში. ყველა გრძნობს იმ რეგრესს, იმ უკუსვლას, რაც ზოგადად ქვეყანას ახასიათებს. აქედან გამომდინარე, არსებობს ფაქტობრივად კონსესუალური განწყობა იმის შესახებ, რომ ცვლილებები არის გარდაუვალი. ჩვენი განვითარების ერთადერთი გზა არის დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობა და ყოველგვარი ოლიგარქიისაგან გათავისუფლება, ყოველგვარი პიროვნული და ადამიანური ვნებებისგან პოლიტიკის გამიჯვნა. ეს არის ქართული საზოგადოების დაკვეთა, ეს არის საქართველოს მოთხოვნილება იმისათვის, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავუბრუნდეთ და შევუერთდეთ ცივილიზებულ სამყაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ყველაფერი დარჩება იმ ოლიგარქიულ სივრცეში, რაც არანაირ მომავალს არ აძლევს არც მოსახლეობას, არც პენსიონერებს, არც ყველა ასაკის ადამიანისთვის არ ქმნის დასაქმების პერსპექტივას და რაც მთავარია, ახალგაზრდა მთავრობა ძალიან არის დისტანცირებული ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლებისაგან. ეს არის ის, რასაც ხელისუფლება უნდა აკეთებდეს და ამის ნაცვლად ადგილობრივი ჩინოვნიკები, კლერკები დაკავებულნი არიან ნეპოტიზმით, კორუფციით და ფაქტობრივად, ბოლო წვეთს აცლიან ადგილობრივ მოსახლეობას. ეს ნამდვილად გააზრებული აქვს თითოეულ ოჯახს, თითოეულ მოსახლეს და ყველა მზად არის იმისათვის, რომ საკუთარი იარაღი, უძლიერესი იარაღი, რაც არის მათი ხმის უფლება, გამოიყენოს 19 მაისის არჩევნებზე და ამით გააკეთონ საკუთარი არჩევანი უკეთესი მომავლისათვის“, - განაცხადა კოტე იოსელიანმა.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42