თბილისში ღვინის ახალი მაღაზია და ბარი - WINE FACTORY #1 გაიხსნა, რომელიც პეტრიაშვილის ქ. 1-ში მდებარეობს. მაღაზიაში 1000- ზე მეტი სახეობის ღვინოა წარმოდგენილი და საქართველოს თითქმის ყველა კუთხეს მოიცავს. ღვინის მოყვარულებს WINE FACTORY #1-ში დახვდებათ მდიდარი ასორტიმენტი და უამრავი სხვადასხვა დასახელებისა თუ მარნის ღვინო. მაღაზიაში წარმოდგენილია როგორც მსხვილი ღვინის მწარმოებელი კომპანიები, ასევე საოჯახო მარნები.
ღონისძიებაზე მოწვეულმა სომელიეებმა მაღაზიის ღვინო ბრმა დეგუსტაციის პრინციპით შეაფასეს. გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია და მარანი.
აღსანიშნავია მაღაზიის მდებარეობა. ეს არის თბილისის პირველი ღვინის ქარხანა, გამორჩეული ნაგებობა, რომელიც 1896 წელს აშენდა და საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.
ქარხანაში განთავსებულია 2 საძველე, სადაც დღემდე ინახება ორ საუკუნეზე მეტი ხნის დაძველების 40 000 საკოლექციო ბოთლი ღვინო.
WINE FACTORY #1- ში დასაქმდა ათეულობით ადამიანი, რომლებიც თბილისელების და ტურისტების საყვარელი თავშეყრის ადგილას, ქართულ ღვინოს გაუწევენ პოპულარიზაციას.
WINE FACTORY #1- ში მოქმედებს მიტანის სერვისი. მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ მაღაზიას და სასურველი ღვინო მიიღონ მათთვის სასურველ მისამართზე.
https://www.facebook.com/GvinisQarkhana1/?epa=SEARCH_BOX
მასალის გამოყენების პირობები






