დვანში ქართული მედიასაშუალებების ჟურნალისტები ოკუპაციას გააპროტესტებენ
სოც.მედია - 01:37, 28 Sep, 2013     1565

12:00 საათზე თბილისიდან დვანის მიმართულებით გავლენ ქართული მედიასაშუალებების ჟურნალისტები, რომლებიც სოფელ დვანში, ე.წ. სადემარკაციო ზოლთან რუსეთის მიერ წარმოებულ მცოცავ ოკუპაციას გააპროტესტებენ.

აქცია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაანონსდა და მასში მონაწილეობის სურვილი ათეულობით ჟურნალისტმა გამოთქვა. აქცია მშვიდობიანი იქნება და მასში მხოლოდ ჟურნალისტები მონაწილეობენ: მასმედიელებმა დაამზადეს ტრანსპარანტები ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე, სადაც ოკუპაციის საწინააღმდეგო მოწოდებებია ჩამოწერილი.

ჟურნალისტების დასახვედრად საგანგებოდ ემზადებიან ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ზალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები და რუსი ოკუპანტები. გავრცელდა ცხინვალის დე–ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლება ჟურნალისტების აქციას აწყობს, რაც არ გამორიცხავს პროვოკაციას. მოსალოდნელი გართულებების შემთხვევაში ოსური მხარე პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს.

თავის მხრივ, აქციის კავშირს სახელისუფლებო წრეებთან და ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან კატეგორიულად გამორიცხავენ საპროტესტო აქციის ორგანიზატორები:

„ეს არის სპონტანურად დაგეგმილი აქცია და მიზნად ისახავს ჟურნალისტების მხრიდან მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირებას. ჩვენ მკაცრად გავაკონტროლებთ, რომ აქციის მონაწილეთა შორის მხოლოდ ჟურნალისტები იყვნენ. შესაბამისად, ყოველგვარ პროვოკაციას გამოვრიცხავთ, აქცია მშვიდობიანია და სიტუაციის დაძაბვას არ ისახავს მიზნად“, – აცხადებენ ისინი.

აქციის შესახებ ღონისძიების მოსაწვევი გვერდი „ფეისბუქზე“ ორი დღის წინ გაჩნდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, აქციაში მონაწილეობის სურვილი ასამდე ჟურნალისტმა გამოთქვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42