ბილაინი FlyHelp-თან თანამშრომლობით ავიამგზავრებს მეტ კომპენსაციას სთავაზობს
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:15, 18 Apr, 2019     2094

ბილაინი, საერთაშორისო ჯგუფის „ვიონის“ წევრი, ავიამგზავრთა უფლებების დაცვის კომპანია FlyHelp-თან თანამშრომლობის შესახებ აცხადებს. თანამშრომლობის თანახმად, ბილაინის აბონენტები კომპენსაციის სახით იბრუნებენ ბილეთის ღირებულების 75%-ს, ნაცვლად სტანდარტული 70%-ისა. მომხმარებელი, უბრალოდ, ავსებს განაცხადს კომპანიის ვებგვერდზე www.flyhelp.ge, იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ფრენებზე, ავიახაზის ბრალეულობით, ბოლო 3 წლის განმავლობაში ფრენა გაუქმდა, გადაიდო ან 3 საათზე მეტ ხანს დაგვიანდა. მგზავრს უფლება აქვს, მოითხოვოს 1800 ლარამდე ოდენობის კომპენსაცია, რაც დამოკიდებულია ფრენის მანძილზე.

FlyHelp-ის კომპენსაცია ვრცელდება: ფრენის დაგვიანების, გაუქმების, ხელახლა დაჯავშნისა და ბარგის დაკარგვა/დაზიანების შემთხვევებზე. კომპენსაციის მისაღებად მგზავრი ატყობინებს FlyHelp-ს რეისის დაგვიანების, გაუქმების, ხელახლა დაჯავშნისა და ბარგის დაკარგვა/დაზიანების შესახებ, რის შემდეგაც კომპანია უსასყიდლოდ ამოწმებს, ეკუთვნის თუ არა მომხმარებელს კომპენსაცია და ამზადებს სარჩელს. საქმის მოგებისთანავე მგზავრი იღებს თანხას.

მომხმარებლის მხარდაჭერა მოგზაურობისას, ბილაინის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა. ბილაინი მგზავრებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ კომფორტული და რაც მთავარია, ხელმისაწვდომი როუმინგის მომსახურება, მათ შორის: ზარების განხორციელება და მიღება, SMS სერვისი და მობილური ინტერნეტი. ბილაინის როუმინგის ჩასართავად მომხმარებელს არ სჭირდება კოდის აკრეფა; როუმინგი ავტომატურად ირთვება საზღვარგარეთ ყოფნისას და მომხმარებელი იხდის მხოლოდ იმ მომსახურების საფასურს, რომელიც გამოიყენა. ბილაინის აბონენტს შეუძლია, ისარგებლოს სხვადასხვა მოცულობის როუმინგის ინტერნეტპაკეტებით, საჭიროების მიხედვით. ბილაინი პირველი სთავაზობს მომხმარებელს საქართველოში როუმინგის მომსახურებასა და სამოგზაურო დაზღვევას ერთობლივად - ბილაინის როუმინგის ინტერნეტპაკეტის შეძენისას, აბონენტი ავტომატურად, უფასოდ სარგებლობს „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სამოგზაურო დაზღვევით.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.flyhelp.ge; www.beeline.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42