პარლამენტის მიერ სალიტერატურო ენის დარღვევასთან დაკავშირებით გაჟღერებულ ინიციატივას ნიკა რურუა ,,ფეისბუქის“ გვერდზე ეხმაურება:
,,ახალი ხელისუფლება საკუთარი უგუნურებით თუ შეგნებულად უახლოვდება ჯორჯ ორუელის ნაწარმოების "1984"-ის ანალოგიურ, ტოტალიტარულ რეალობას.
ახალი კანონპროექტით შემოთავაზებული სიტყვის" სიწმინდის" პალატა, რომელიც ხალხს დააჯარიმებს არაქართული სიტყვების გამოყენებისათვის ერთი-ერთზე ჰგავს ორუელის რომანის ტერმინებს, როგორიცაა ე.წ. "Oldtalk", (ძველებურად ლაპარაკი, რომელიც აკრძალულია ამ რომანში, და "Newtalk" (ახლებურად ლაპარაკი, როგორიც სავალდებულოა). ასევე "დიდი ძმის" (მთავრობის) "სიმართლის სამინისტროს" მიერ დაწესებული საყოველთაო-სავალდებულო პრინციპები: WAR IS PEACE. FREEDOM IS SLAVERY. IGNORANCE IS STRENGTH. (ომი მშვიდობაა, თავისუფლება მონობაა, უმეცრება სიძლიერეა).
სიტყვების, ფრაზების კონტროლი აზროვნების კონტროლისაგან არაფრით განსხვავდება და თუ ხელისუფლებას ხალხი ამის უფლებას მისცემს, ის ხალხი თავისუფლების ღირსი აღარ იქნება. ეს ძალიან სერიოზული და დაუშვებელი ინიციატივაა, ისევე როგორც სასამართლოს სანქციის გარეშე მოქალაქეთა უმიზეზოთ გადააგდილების უფლების დაკანონება სახელმწიფო ჩინოვნიკის მიერ“, - წერს რურუა.
მასალის გამოყენების პირობები






