სუბარის უწყება - გარდაცვლილმა პატიმარმა გარდაცვალებამდე შეწყალებაზე უარი განაცხადა
სამართალი - 17:37, 27 Sep, 2013     1968

პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. 2013 წლის 27 სექტემბერს მსჯავრდებული დენის ყვარელაშვილი გარდაიცვალა. სასჯელაღსრულების სამინისტრომ დენის ყვარელაშვილს ჯერ კიდევ 2012 წლის ნოემბერში გაუწია შუამდგომლობა შეწყალებაზე, რაზეც მან პირადი მოტივების გამო უარი განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ სამინისტრომ, ოჯახის წევრებმა და ადვოკატმა არაერთხელ სცადეს მისი დარწმუნება. პაციენტს ჩატარებული აქვს ჯანმრთელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზაც, სადაც მისი მდგომარეობა ექსპერტებმა არ შეაფასეს როგორც "მძიმე", ამის გარეშე კი მას სასამართლო სასჯელს არ გადაუვადებდა. ექსპერტიზა ჩაატარა სამხარაულის სახელობის ეროვნულმა ბიურომ, რომელიც დამოუკიდებელი სტრუქტურაა.

სასჯელაღსრულების სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ორგანიზებით, პაციენტი 8-ჯერ იყო გაყვანილი სამოქალაქო ჯანდაცვის სექტორის კლინიკებში, მათ შორის ბოლოს, 2013 წლის 24 სექტემბერს დიაგნოსტიკური გამოკვლევის მიზნით. მისი სტაციონირების მიზეზი არაერთხელ გამხდარა ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელოვნურად გაუარესება, რაც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ექიმის მიერ არაერთხელ არის წერილობით დაფიქსირებული სამედიცინო ისტორიაში. კერძოდ, მან არაერთხელ განაცხადა უარი დაბინძურებული ცენტრალური ვენის კათეტერის ამოღებაზე, რასაც შედეგად მოჰყვებოდა ხოლმე ცხელების ეპიზოდები, ინფექციური გართულებები და შემდგომ უკვე პაციენტის პრეტენზიები არაადეკვატურ მკურნალობასთან დაკავშირებით. სამედიცინო ისტორიაში მოიპოვება ოქმებიც, სადაც ექიმ-ინფექციონისტების მიერ დანიშნული ანტიბიოტიკოთერაპიის კურსებზე პაციენტი უარს აცხადებს, ასევე ოქმები სადაც ის უარს აცხადებს სისხლის ნიმუშების აღებაზე და დაჟინებით ითხოვს მორფის ინექციებს.

ჯანმრთელობის გაუარესების აღნიშნული ეპიზოდების პარალელურად, იგი სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვდა. სამედიცინო ისტორიაში არსებობს ექიმთა მიერ შედგენილი აქტებიც, სადაც ის სამედიცინო სტაციონარიდან ითხოვდა გაწერას, რაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ექიმების რეკომენდაციებს. მისთვის კომპლექსური დახმარების გაწევის მიზნით არაერთხელ ჩატარებულა ექიმთა კონსილიუმებიც. სასწრაფო სამედიცინო დახმარების და რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარების მიუხედავად მსჯავრდებულის გადარჩენა ამჯერად ვერ მოხერხდა. იგი 2013 წლის 27 სექტემბერს, სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში გარდაიცვალა.

გვამს ჩაუტარდება ექსპერტიზა, რომელიც გარდაცვალების ზუსტ მიზეზს დაადგენს.

სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42