მოსამართლეთა დანიშვნის კრიტერიუმები - ვენეციის კომისიის სრული დასკვნა
პოზიცია - 17:47, 16 Apr, 2019     1987

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების ნაკლებობის თავიდან ასარიდებლად, ვაკანსია უნდა გამოცხადდეს ნებისმიერი მოსამართლის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე, – ამის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებით საქართველოს საპარალამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნაშია აღნიშნული.

დასკვნის თანახმად, მნიშვნელოვანია, რომ პროცესში მონაწილების მიღების შესაძლებლობა მოსამართლეობის გამოცდილების არმქონე პირებს აქვთ.

როგორც ვენეციის კომისია აღნიშნავს, კანონში არსებული განმარტება „სამართლებრივ სფეროში მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი“ უჩვეულო ფორმულირებაა, რომელიც შემდგომ შესწავლას მოითხოვს.

„თუ „სპეციალისტი“ მიუთითებს, რომ თუ იურისტს, უფრო მეტად საერთო იურიდიული განათლებით, არ ექნება მონაწილეობის უფლება, ეს არის უკიდურესად შემზღუდველი და დარტყმას აყენებს უზენაესი სასამართლოს სასურველი მრავალფეროვნების შესაძლებლობას“, – ნათქვამია დასკვნაში.

ასევე, დასკვნის შესაბამისად, არამოსამართლე კანდიდატებისთვის მეორე დაბრკოლებაა საკვალიფიკაციო გამოცდა. კომისია მიიჩნევს, რომ ეს უნდა გადაიხედოს, რადგან, როგორც ზემოთ არის აღნიშნული, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატი მხოლოდ „სამართლებრივ სფეროში მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი“ უნდა იყოს. ასეთი კვალიფიკაციის სპეციალისტი კი, არ უნდა იყოს იძულებული, რომ გამოცდა ჩააბაროს კვალიფიკაციის დასამტკიცებლად.

კომისიას მიაჩნია, რომ კრიტერიუმებში ძირითადად გათვალისწინებული უნდა იყოს გამოცდილება და უფრო მაღალი ასაკი. შერჩევა დაფუძნებული უნდა იყოს ღირსებაზე, რომელიც თავის მხრივ, ეფუძნება კვალიფიკაციას, ეფექტიანობას, შესაძლებლობებს. მოსამართლეს უნდა ჰქონდეს აუცილებელი სამართლებრივი ცოდნა, უნარები და კომპეტენცია.

ასევე, დასკვნის თანახმად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატების შერჩევის დროს ფარული კენჭისყრა უნდა გადაიხედოს და სასურველია გაუქმდეს. ორგანულ კანონში არსებულმა ნორმამ, რომ იუსტიციის საბჭოს მიერ კანდიდატების შესახებ შეგროვებული მონაცემები კონფიდენციალურია და მისი გასაჯაროება დაუშვებელია, იუსტიციის საბჭოს ამოცანა შესაძლოა, გაართულოს.

ვენეციის კომისია რეკომენდაციას აძლევს იუსტიციის საბჭოს, მათი გადაწყვეტილებები ეფუძნებოდეს კანდიდატების არა მხოლოდ წარსულ გამოცდილებას, არამედ მათ მიერ გაცემულ პასუხებს. კომისია განმარტებით, ეს განაპირობებს, პროცედურა ეფუძნებოდეს არა ფარულ კენჭისყრას, არამედ უფრო მეტად ობიექტური კრიტერიუმის დადგენას, სადაც თითოეული კანდიდატი არის შეფასებული. კანდიდატებს მინიჭებული ექნებათ შეფასების პროცესში აღებული ქულები, რაც პარლამენტისთვის საუკეთესო კანდიდატების წარდგენას უზრუნველყოფს.

ამასთან, ვენეციის კომისიის დასკვნით, კანდიდატების შესახებ მოგროვებულ ინფორმაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭო სიფრთხილით უნდა მოეკიდოს.

„მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატებზე მოგროვებული მონაცემების შეფასება კანონის შესაბამისად მოხდეს. მონაცემის შემოწმება არ უნდა იყოს თვითნებური და სუბიექტური“, – აცხადებს კომისია.

ვენეციის კომისიის შეფასებით, ის ფაქტი, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში 28 მოსამართლე უნდა იყოს, 2019 წლის პირველი ივლისიდან კი, მხოლოდ რვა მოსამართლე იქნება, ახალი 20 მოსამართლის შერჩევის აუცილებლობას განაპირობებს.

„იმის გამო, რომ ახალი კონსტიტუცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტს უტოვებს, ამჟამინდელ პარლამენტს ახალი სასამართლოს დაკომპლექტების შესაძლებლობა ექნება, რომლის შემადგენლობა უცვლელად შესაძლოა, 20-30 წელს დარჩეს“, – ნათქვამია კომისიის დასკვნაში.

კომისიის დასკვნის თანახმად, შემდგომი დანიშვნები შესაძლებელია, განხორციელდეს მომდევნო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

რაც შეეხება ინტერესთა კონფლიქტს, ვენეციის კომისიის დასკვნის თანახმად, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით, იუსტიციის საბჭოს წევრი, რომელიც არის კანდიდატი, არ უნდა მონაწილეობდეს პროცედურებში, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის და ნომინირებას უკავშირდება. ასევე, დამატებით, სხვა სიტუაციებიც გასათვალისწინებელია, როდესაც მეუღელე ან ახლო ნათესავია კანდიდატი.

კომისია ასევე მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის 10 წლის ვადით დანიშვნა შესაძლოა, ზედმეტად ხანგრძლივი იყოს.

„რადგანაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს პარლამენტი ნიშნავს, უკიდურესად მნიშვნელოვანია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში პროცედურები შემუშავდეს იმგვარად, რომ მაქსიმალურად შესაძლებელი იყოს კანდიდატების კვალიფიკაციის შემოწმება, რომელსაც კონსტიტუცია ითხოვს. მისასალმებელია, რომ საჯარო მოსმენა გაიმართება. პარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილების ნაკლოვანებების დასაბალანსებლად, პროცედურებმა უნდა უზრუნველყოს, რომ მოსამართლეობის კანდიდატების ღირსებებისა და კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს პარლამენტისა და საზოგადოებისთვის. ეს მოტივაციას მისცემს პარლამენტს, გადაწყვეტილება მიიღოს პროფესიული ღირსების და არა – პოლიტიკური შეხედულებებით.

ამასთან, კომისია საზოგადოების მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ ნდობის საკითხზეც ამახვილებს ყურადღებას.

„თბილისში, ვენეციის კომისიის დელეგატების შეხვედრის შედეგად მიღებული ინფორმაციით, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საზოგადოების მნიშვნელოვან სეგმენტში ნდობის დაბალი ხარისხი აქვს. ვენეციის კომისია ვერ შეაფასებს არის თუ არა ნდობის დაბალი ფაქტორი სამართლიანი. მიუხედავად ამისა, ფაქტი, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ მდგომარეობაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების თითქმის ყველა კანდიდატს აარჩევს, აღნიშნული სია კი შემდეგ პარლამენტის უმრავლესობას გადაეცემა, რომელიც თავის მხრივ თითქმის ყველა კანდიდატს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე დაამტკიცებს, შეშფოთების საგანს წარმოადგენს. ეს შესაძლოა, საზოგადოების ნდობის ფაქტორზე ნეგატიურად აისახოს. ისეთი ინსტიტუტი კი, როგორიც უზენაესი სასამართლოა, ქვეყანაში მაღალი ნდობით უნდა სარგებლობდეს“, – აღნიშნულია დასკვნაში.

როგორც კომისია აღნიშნავს, ორგანული კანონის 1.2 მუხლის თანახმად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მეტნაკლებად დისკრეციას იღებს, თუ ვის მიმართოს ინფორმაციის მიღების შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა კანდიდატებთან მიმართებაში შესაძლოა, განსხვავებული არჩევანი გაკეთდეს. ეს კი, თვითნებობის რისკს წარმოადგენს.

„მეორეს მხრივ, რადგან კანდიდატებს ერთმანეთისგან განსხვავებული გამოცდილება აქვთ, წყაროების საერთო კონცეფციის ჩამოყალიბება ალბათ, რთული იქნება. ორგანული კანონის აღნიშნულ მუხლთან დაკავშირებით კომპრომისი შეიძლება, იყოს შემდეგი – კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ უფლება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან მოითხოვონ ინფორმაციის მოძიება მითითებული წყაროებიდან“, – ნათქვამია კომისიის დასკვნაში.

თარგმანი: საზოგადოებრივი მაუწყებელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42