ბათუმში მოკლული 16 წლის გოგონას სისხლი მკვლელმა საქართველოდან თურქეთში ქილით გადაიტანა, - ამის შესახებ "კვირის პალიტრასთან" მარიამ კოჩალაძის დედა ჟუჟუნა კოჩალაძე ჰყვება.
დედის თქმით, ოჯახი უკვე დარწმუნებულია, რომ მკვლელობა რელიგიური მიზნით მოხდა და ეს ერთგვარი მსხვერპლთშეწირვის რიტუალი იყო.
ოჯახი ასევე დარწმუნებულია, რომ მკვლელი ნამდვილად ირანის მოქალაქეა, რომელის ფოტოებიც შს სამინისტრომ მკვლელობის დღიდან მალევე გამოძიების შემდეგ გაავრცელა.
დედა ამბობს, რომ ტაქსიში, რომელშიც მკვლელი ჩაჯდა სისხლის კვალი დარჩა, დნმ-ის ანალიზით დადგინდა, რომ სისხლი მარიამ კოჩალაძის იყო.
"დარწმუნებული ვარ, რომ ნამდვილად ის ირანელია მკვლელი, რადგან ტაქსი სიხლით დასვარა და დეენემის ანალიზით დადგინდა, რომ მარიამის სისხლი იყო.
მარიამი სანაპიროზე 7-ის 15 წუთზე გავიდა და 15 წუთში მკვლელმა ყველაფერი მოასწრო. 7-ის ნახევარზეა მოკლული. შემდეგ მკვლელი ბულვარიდან ტაქსამდე ჩემი შვილის ველოსიპედით გადაადგილდა, რომელიც იქვე გადააგდო, ჩაჯდა მანქანაში და სარფში წავიდა. სისხლიანი იყო თურმე და ტაქსი დასვარა. თან ბანკით გადაიტანა სისხლი. არ ვიცი, რატომ. ალბათ, ვიღაცას უნდა მისცეს ან აჩვენოს… ჩემი მარიამის სისხლი პატარა ბოთლში ჰქონია და საზღვარზე ისე გადაიტანა.
ისეთი ვინმესგან ვიცი, რომ დარწმუნებული ვარ, სიმართლეა. მან საკუთარი თვალით დაინახა, რომ სისხლი გადაიტანა. პოლიცია ამბობს, რომ არ ექნებოდაო სისხლი. თუმცა, ამით ყველაფერი მართლაც რელიგიურ რიტუალს ემსგავსება და ამათ არ უნდათ, რომ ეს თქვან, გვერდით მუსლიმური სახელმწიფოა…“-ამბობს კოჩალაძის დედა.
მარიამ კოჩალაძე ბათუმის ბულვარში ივლისში მოკლეს, შს სამინისტროს გამოძიებით დადგინდა რომ მკვლელი ირანის მოქალაქეა, რომელიც მკვლელობის შემდეგ თურქეთში გადავიდა. ის დაკავებული არ არის.
მასალის გამოყენების პირობები






