"საკუთარი თვალით ვუყურე ტრაგედიას... არასდროს დამავიწყდება ერთმანეთში არეული ტირილისა და დაჩოქილი ხალხის გალობის ხმები" - ქართველი გოგოს ემოციური წერილი
სოც.მედია - 15:55, 16 Apr, 2019     1776
დიზაინერი თამუსია ტაბატაძე, რომელიც როტრ-დამის ხანძარს შეესწრო, სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს ავრცელებს.

"პაღი ქალაქი, რომელიც ყველამ იცის როგორ თავის დაკარგვამდე მიყვარს. ქალაქი, სადაც თავს, როგორც საკუთარ სახლში ისე ვგრძნობ და ალბათ, ამიტომაც აღმოვჩნდი ასეთ მძიმე დღეს მის გვერდით.
ყოველ ჯერზე პარიზში ჩამოსვლა ისე მიხარია, მოუთმენლობა მიპყრობს და ემოციების კონტროლიც კი მიჭირს. ამიტომაც, არ იყო გასაკვირი, როგორი ბედნიერი ჩამოვფრინდით მე და „მაღალი“ და ზუსტად ერთ საათში ეს ამბავი დაიწყო.
საკუთარი თვალით ვუყურე ტრაგედიას. ცეცხლში გახვეულ ნოტრ-დამს, ათასობით ადამიანთან ერთად ვუყურებდი, როგორ იცვლებოდა ჩვენს თვალწინ ისტორია.
არასოდეს დამავიწყდება ერთმანეთში არეული ხმები, სახანძრო მანქანები, ტირილის, მუხლზე დაჩოქილი ხალხის საგალობლების ხმა. სრულიად უცხო ადამიანების ერთმანეთის მიმართ გამოხატული თანაგრძნობა, ჩახუტება, გამხნევება.
ლოცულობდნენ არა მხოლოდ ქალაქზე, არამედ იქ მყოფ მეხანძრეებსა და მაშველებზე, რომლებიც არიან ძალიან პროფესიონალები და ტირილამდე გმირები. შეძლეს და მოახერხეს ხელოვნების ნიმუშების, საგანძურის ძალიან დიდი ნაწილის გადარჩენა, მაგრამ დანაკლისი არის ძალიან დიდი და ძალიან მტკივნეული.

არსებობს ამბები, ისტორიული ძეგლები, საგანძურები, რომლებიც არ არის მხოლოდ კონკრეტულად ერთი ქვეყნის საკუთრება. ის ეკუთვნის ყველას, ყველა ადამიანს თავისი დანიშნულებით და ზუსტად ასეთი იყო პარიზის ღვთისმშობლის ტაძარიც.
მსოფლიო მოახერხებს და ის კვლავ იდგება, კიდევ ათასი საუკუნეები, მაგრამ მე არასოდეს დამავიწყდება, როგორ ვიდექი ჩემი ყველაზე საყვარელი ქალაქის ქუჩაში და როგორ დავტიროდი ჩემს დამწვარ ბავშვობას ადგილზე, რომელიც ყველას ესმერალდასა და კვაზიმოდოს ჯადოსნური ისტორიით გვახსოვს, რომელსაც მსოფლიომ მიუძღვნა ბევრი წიგნი, სპექტაკლი, ოპერა, მუსიკა.

აღდგება, დაბრუნდება, მაგრამ აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორც მე, რომელიც მსგავსი ემოციისა და ამბის გადატანის შემდეგ, ვერასოდეს ვიქნები ძველი თამუსია" - წერს თამუსია ტაბატაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42