კომპანია Bentley - მსოფლიოში წამყვანი მდიდრული ავტომობილების მწარმოებელი კომპანია - 2019 წელს წარმოადგენს სრულიად ახალ ოთხ-კარიან გრანტურერს (Gran Turismo) , რომელიც თავის თავში გააერთიანებს - დინამიკაზე, დახვეწილობასა და ფუფუნებაზე არსებული წარმოდგენებისგან სრულიად განსხვავებული ნოვაციებს (https://www.youtube.com/watch?v=67wfLKBFwZk).
ახალი FlyingSpur შესახებ დეტალური ინფორმაცია, მიმდინარე წელს, მოგვიანებით გახდება ცნობილი. თქვენი ინტერესის დაფიქსირება და სიახლეების მიღება შესაძლებელია საიტზე www.NewFlyingSpur.com
შეგახსენებთ: Bentley Motors - არის მსოფლიოში პოპულარული მდიდრული ავტომობილების ბრენდი. კომპანიის ქარხანა და სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ქრუში (ინგლისში). აქვეა თავმოყრილი მისი ძირითადი საქმიანობა, დიზაინერული გადაწყვეტილებების, სამეცნიერო კვლევებისა და შემუშავებების, ასევე ოთხი სამოდელო ხაზის: Continental, Flying Spur, Bentayga და Mulsanne ავტომობილების პროექტირების და წარმოების ჩათვლით.
ბრიტანული მდიდრული საავტომობილო ბრენდების, ისეთი როგორიც არის Bentley, უნიკალურობა, გამოიხატება შემდეგი კომბინაციებით: ხელით შესრულებული საოცარი ნამუშევარი, ტრადიციები რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა, ინჟინერული გამოცდილებით და მოწინავე ტექნოლოგიებით. კომპანიამ შეინარჩუნა ბრიტანული მდიდრული საგნების მწარმოებელთა საუკეთესო მემკვიდრეობა. ბენტლის ქარხანაში, ქალაქ ქრუში დასაქმებულია დაახლოებით 4000 ადამიანი.

მასალის გამოყენების პირობები






