რამდენიმე წუთის წინ სოფელ დვანის თავზე რუსული სამხედრო ვერტმფრენი გამოჩნდა. როგორც "ნიუპოსტის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, რუსული სამხედრო ვერტმფრენი დვანის მცხოვრებთ, ადრეც ხშირად შეუნიშნავთ და ამ ფაქტს მოსახლეობაში პანიკა აღარ მოჰყოლია.
ვერტმფრენმა დვანს გადაუფრინა და ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდა.
ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღეა, რუსული ვერტმფრენი დვანის თავზე არ გამოჩენილა, თუმცა დღეს, როცა რუსმა ჯარისკაცებმა ოკუპაციის ზოლის გადმოწევისთვის დაწყებული სამუშაოები შეაჩერეს, საქართველოს საჰაერო სივრცე ოკუპანტებმა სავარაუდოდ ე.წ. საზღვრის დასაზვერად დაარღვიეს.
ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე, სოფელ დვანის განაპირას, რუსი სამხედროები დღეს არ გამოჩენილან, თუმცა ისინი ე.წ. საზღვარს თვალს საგუშაგოებიდან ადევნებენ.
მასალის გამოყენების პირობები






