თბილისის საკრებულოსთან ხმაურია. ამ წუთებში აქციის მონაწილეები შენობაში შესვლას ცდილობენ.
მცირე ინციდენტი მოხდა აქციაზეც, ერთ-ერთ სიტყვით გამომსვლელთან მოქალაქე მივიდა, რომელმაც აქციის მონაწილეს მოსთხოვა განემარტა, თუ რა მიზეზით აწყობენ აქციას.. "რა გინდათ, რას ითხოვთ, რისთვის ხართ შეკრებილები, ამხანაგობებმა რა გააკეთეთ, ჩემს კორპუსში არაფერი მომხდარა", - უთხრა აქციის მონაწილეს უცნობმა პიროვნებამ.
მის რეპლიკას აქციის მონაწილეებს შორის დაძაბულობა მოჰყვა. ისინი აცხადებენ, რომ მოქალაქე პროვოკაციის მიზნით მივიდა მათ აქციაზე, იყო ნასვამი და მიგზავნილი.
ინცინდენტი მას შემდეგ ამოიწურა, რაც აქციის მონაწილეებმა მოქალაქის ტერიტორიიდან გაყვანა შეძლეს.
საკრებულოს წინ ამხანაგობების თავმჯდომარეების აქცია მიმდინარეობს. ისინი საკრებულოს ახალ უმრავლესობას სთხოვენ იმ გადაწყვეტილების გაუქმებას, რომელიც საკრებულომ 19 აგვისტოს მიიღო და რითაც ამხანაგობებს ბიუჯეტი შემცირდა.
მასალის გამოყენების პირობები






