ცეზარ ჩოჩელის ოჯახის კუთვნილი ქონება დაყადაღდა
სამართალი - 16:29, 27 Sep, 2013     2306

ცეზარ ჩოჩელის ოჯახის წევრების სახელზე აღრიცხული უძრავი ქონება დააყადაღეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

"ნიუპოსტი" უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაყადაღებული იქნა ცეზარ ჩოჩელის ოჯახის წევრების სახელზე რიცხული საწარმოების წილები და უძრავი ქონება. კერძოდ, გამოძიებით დადგინდა, რომ 2010-2013 წლებში შპს „მიქსორი“-ს მიერ სახელმწიფოს კუთვნილი შპს „რკინაბეტონის შპალის ქარხნის“ თაღლითურად დაუფლების შემდგომ,

ცეზარ ჩოჩელის მიერ შპს „რკინაბეტონის შპალის ქარხნის“ უკანონოდ ფლობით ამ უკანასკნელის გამგებლობაში მოექცა დაახლოებით 49 000 000 ლარის ოდენობის უკანონო შემოსავალი, რომლისთვისაც კანონიერი სახის მიცემის მიზნით შპს ,,რკინა ბეტონის შპალის ქარხნის მიერ 30 347 018 ლარად შეძენილი იქნა ლუდსახარში ზედაზენის 70% წილი, შპს „ბარამბოსათვის “ შეძენილი იქნა 6 331 705 ლარის, ხოლო შპს „ბერტასთვის “ – 1 189 061 ლარის ღირებულების სხვადასხვა ტექნიკა-დანადგარები, ასევე შპს „მიქსორ“-მა როგორც შპს „რკინაბეტონის შპალის ქარხნი“-ს დამფუძნებელმა ქარხნიდან დივიდენდის სახით გაიტანა 12 000 000 ლარი.  

ამდენად, სახელმწიფოსათვის მიყენებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ზიანის ანაზღაურებისა და გამოძიების დასრულებამდე დანაშულებრივი გზით შეძენილი აქტივების რეალიზაციის აღკვეთის მიზნით, ყადაღა დაედო ცეზარ ჩოჩელის ოჯახის წევრების სახელზე რიცხულ, მის გამგებლობაში არსებული კომპანიების შპს „მიქსორი“-ს, შპს „რკინაბეტონის შპალის ქარხნი“-ს, შპს „ბარამბო“-ს, შპს „ბერტა“ს, შპს „რკინაბეტონის შპალის ქარხნის“ 70%-იან წილს ლუდსახარშ ზედაზენში, ასევე ზემოაღნიშნული საწარმოების საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას.

ამასთან, ხაზი გვინდა გავუსვათ იმ გარემოებას, რომ ხსენებული საწარმოების საქმიანობის შესაძლო შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, ყადაღა არ დადებია ფირმების მოძრავ ქონებას კერძოდ, ტექნიკა-დანადგარებს, საბანკო ანგარიშებს, საწარმო მარაგებს და საქმიანობისთვის აუცილებელ სხვა საშუალებებს და მათ სრული შესაძლებლობა აქვთ შეუფერხებლად განაგრძონ სამეწარმეო საქმიანობა. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო სამსახური მზადყოფნას გამოთქვამს და დაინტერესებულია გამოძიების პროცესში ხელი არ შეუშალოს ხსენებულ საწარმოებს გამართულ ფუნქციონირებაში.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და 194-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42