მოკლულის ძმა დახმარებას ითხოვს - მიცვალებულის დაკრძალვის საშუალებას არ მაძლევენ
საზოგადოება - 14:39, 27 Sep, 2013     6765

გორის რაიონის სოფელ შინდისში მთავარაძეების ოჯახს მოკლული ოჯახის წევრის სოფლის საერთო სასაფლაოზე დაკრძალვის უფლებას მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახი არ აძლევს. გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახი თანასოფლელებს ემუქრება და აფრთხილებს, რომ ისინი მთვარაძეებთან პანაშვიდზე არ მივიდნენ და სოფლის სასაფლაოზე დაკრძალვის უფლებაც არ მისცენ. როგორც "ნიუპოსტს" მოკლულის მალხაზ მთვარაძის ძმა ზაზა თვარაძე უყვება, ჯერ კიდევ გუშინ საღამომდე, მეზობლები ტრადიციების დაცვით სამძიმარზე მიდიოდნენ, სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახმა თანასოფლელები გადაიბირეს მუქარის გზით და გორის მუნიციპალიტეტის შენობასთან აქცია მოაწყვეს. "ნიუპოსტი" ამ აქციაზე გუშინაც წერდა. გორის ცენტრში შეკრებილი შინდისელები მკვლელობაში ბრალდებული ელგუჯა გელაძის გათავისუფლებას ან ბრალის შემსუბუქებას ითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ მოკლულმა მთვარაძემ გელაძის მოკვლა თავად სცადა, თუმცა გელაძემ თავი დაიცვა, თანასოფლელს დანა წაართვა და მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.

როგორც გარდაცვლილი მალხაზ მთვარაძის ძმა, ზაზა მთვარაძე "ნიუპოსტს" უყვება, დღეს მათთან რამდენიმე მეზობელი მივიდა და სთხოვეს, რომ სარჩელი გამოეტანათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მიცვალებულის ეზოში დაკრძალვა მოუწევდათ.

მთვარაძის განცხადებით მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს სარჩელი არ შეუტანია და საქმე შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ აღძრა, ის დღის მანძილზე მაინც ურეკავს საქმის გამომძიებელს, რათა სთხოვოს საქმის შეწყვეტა, თუკი ამის საშუალება არსებობს. ზაზა მთვარაძე მკვლელობის დეტალებზე "ნიუპოსტთან" საუბრობს და ჰყვება, რომ დაპირისპირება მის ძამასა და ელგუჯა გელაძეს შორის ათი წლის წინ დაიწყო, როცა გელაძეების სახლი დააყაჩაღეს. მაშინ, ზაზა მთვარაძის თქმით, მკვლელობაში ბრალდებული გელაძე ყაჩაღობაში ბრალს მის ძმა სდებდა, თუმცა მალხაზ მთვარაძეს ბრალი არ დაუმტკიცდა.

ამის შემდეგ მალხაზ მთვარაძე ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს სხვა საქმეზე და ათი წელი იხდიდა სასჯელს. ციხიდან ამნისტიით გამოსვლის შემდეგ კონფლიქტი გელაძესთან ისევ განახლდა. როგორც ზაზა მთვარაძე ჰყვება, მისი ძმის ციხიდან გამოსვლის შემდეგ მათ ოჯახში ელგუჯა გელაძე მივიდა და ამჯერად უკვე მალხაზ მთვარაძეს სთხოვდა დაესახელებინა ის პირი , რომელმაც ათი წლის უკან მისი სახლი გატეხა. "როცა ჩემმა ძმამ უთხრა, რომ მართლა არ იცოდა ვინ დააყაჩაღა მისი სახლი, გელაძემ სთხოვა, რომ მაშინ მაპოვნინე ქურდი ვინც იყო, გამიგე ეგ ამბავიო.

ჩემმა ძმამ უთხრა, როგორ გაგიგო ათი წლის უკან შენი სახლი ვინ გატეხაო? მერე დაიშალნენ, წავიდა გელაძე.

ამ საუბრიდან რამდენიმე დღის მერე ჩემს ძმას დახვდა და მოკლა, საშინლადაა დამახინჯებული ჩემი ძმა ჭრილობებისგან", - აცხადებს მთვარაძე.

მთვარაძე უარყოფს მკვლელობაში ბრალდებული ოჯახისა და მათი ახლობლების ნათქვამს, რომ მოკლული თავად აპირებდა გელაძის მოკვლას და მან მხოლოდ თავი დაიცვა. "ჩემი ძმა გამხდარი იყო, მკვლელი კი 130 კილოა, მას თავის დასაცავად ჩემი ძმის მოკვლა არ დასჭირდებოდა, სოფელში ყველა ჰყავს ნაცემი. ჩემს ძმას ისეთი ტანსაცმელიც ეცვა რომ დანას ვერსად ჩაიდებდა და დამალავდა, დანა საერთოდ არ ჰქონდა", -ამბობს მთავარაძე.

მკვლელობაში ბრალდებულ ელგუჯა გელაძეს მკვლეობის ჩადენის დროს პირობითი სასჯელი ჰქონდა, როგორც გარდაცვლილის ძმა ჰყვება, ის ნასამართლევია ყაჩაღობისა და ძალადობისათვის. "პირობითით იყო გამოშვებული, ძალადობაზეც ჰქონდა და ყაჩაღობაზეც ხუთწლიანი პირობითი. ჯარში მსახურობდა კონტრაქტით და მივიდა თუ არა იქ, ყველას ტელეფონები მოპარა, საკმაოდ ბევრი ტელეფონი მოიპარა და ამის გამო ჯარიდანაც გამოაგდეს, სოფელშიც თითქმის ყველასთან დაპირსპირება ჰქონდა, ხალხს სცემდა. არ ვიცი, რითი დაემუქრა მაგის ოჯახი თანასოფლელებს ჩვენთან კარის მეზობელიც კი აღარ შემოსულა პანაშვიდზე დღეს, ხალხს ვერ ვაჯერებ, რომ მე არაფერ შუაში ვარ და კანონი რასაც გადაწყვეტს იმას მიუსჯიან 109-ე მუხლითაა საქმე აღძრული და მე რა უნდა ვქნა?“-ამბობს მთავარაძე. მკვლელობა, 23 სექტემბერს მოხდა, ელგუჯა გელაძემ თანასოფლელი მალხაზ მთვარაძე დანით მოკლა. ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

მოკლული მალხაზ მთავარაძის ძმა ამბობს, რომ მას დაპირისპირების არ ეშინია და ტრადიციების დაცვით ძმის დაკრძალვას ხვალ აპირებს, თუმცა ეჭვობს, რომ შეიძლება მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახისა და თანასოფლელების მხრიდან რაიმე ინციდენტს ჰქონდეს ადგილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42