2013 წლის 26 სექტემბერს, სასჯელაღსრულების #8 დაწესებულების თანამშრომლებმა, საპყრობილეში ნარკოტიკული ნივთიერების შეტანის მცდელობის 2 ფაქტი აღკვეთეს.
14:10 საათზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 დაწესებულებაში პატიმარ პ.თ-სთვის ამანათის შეგზავნის მიზნით გამოცხადდა პატიმრის მამა, ვ.თ. ამანათის შემოწმების შედეგად, ჯინსის შარვლის უკანა ჯიბეში მომწვანო ფერის, სპეციფიური სუნის მქონე მცენარე, სავარაუდოდ, მარიხუანა აღმოჩნდა. ამავე დაწესებულების თანამშრომლებმა 15:10 საათზე, კიდევ ერთი ამანათის შემოწმებისას მაისურის მარცხენა ჯიბეში მომწვანო ფერის მცენარე აღმოაჩინეს. ამანათს პატიმარ ე.ს.-ს ძმა - გ.ს. უგზავნიდა.
ორივე ფაქტზე დანიშნულია ექსპერტიზა. საქმეზე გამოძიება 19,378 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მსჯავრდებულისათვის საპატიმრო დაწესებულებაში აკრძალული საგნის, ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მცდელობას გულისხმობს. გამოძიებას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი აწარმოებს.
მასალის გამოყენების პირობები






