14 აპრილს ლელა და ეთერ თათარაიძეების ვარსკვლავი გაიხსნება
კულტურა - 15:43, 13 Apr, 2019     2033
ორი გამორჩეული სახელი ქართულ სახელოვნებო სივრცეში დიდი ხნია დამკვიდრდა. თავიანთი განსაკუთრებულობისთვის და შემოქმედებითი გზის უღალატობისათვის ისინი მთელმა საქართველომ შეიყვარა - თბილისის საკონცერტო დარბაზში 14 აპრილს, 19:30 საათზე ლელა და ეთერ თათარაიძეების შემოქმედებითი საღამო გაიმართება და მათი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება.


განუზომელია დები თათარაიძეების დამსახურება ქართული კულტურის, ქართული ფოლკლორის წინაშე.

ლელა თათარაიძემ - მომღერალმა, კომპოზიტორმა და ლოტბარმა - შემოგვინახა თუშური ჰანგი, თუშური სიმღერა და საკრავიერი მუსიკა მთელ მსოფლიოს გააცნო. ხალხმა შეიყვარა ლელას გარმონითა და ჩონგურით შესრულებული განსაკუთრებული, მისივე ავტორობით შექმნილი სიმღერები: ჯანღი, შენმა სურვილმა დამლია, გაგნის გორი, ვერცხლის თასადამც მაქცია, ლომო, შე ლომის მოკლულო, მახკვდია, ცხრაჯერ, სამშობლო, მწირულაო ამოვალი’დ, სამცხის სათამაშო, გარმონზე, ზენ ბაცალიგოს, ვერკვლის ციხე, ვაჟაო, შავ-ჯავრო, ჯავრო, ნეტა თქვენ, გშორდები, ფიქრი მატულობს, ინგილო ქალის ნანა, თინიბექის სიკვდილი.

ეთერ თათარაიძემ - ეთერომ - ერი მხოლოდ სახელით რომ მოიხსენიებს, ქართულ პოეზიაში დაამკვიდრა თუშური სიტყვა. უარი თქვა პოეზიაში კლიშედ მიღებულ კოინეზე და ,,თათარაიძის პატარა ქალმა'' გადაარჩინა უძველესი და უმდიდრესი კილო ქართული ენისა.

,,კარგად მახსოვს მისი პირველი გამოჩენა - მეხის გავარდნა იყო ქართული სალიტერატურო ენის ცაზე. ეთერ თათარაიძე, პრინციპში, ჩვენი დროის ვაჟა-ფშაველაა - ზუსტად იმავე ენობრივ პოლიტიკას ატარებს და ისევე არ ღალატობს თავის თავს, როგორც არ ღალატობდა ვაჟა. ამის გამო, ეთერსაც ისევე ჰყავს მტრები, როგორც ვაჟას ჰყავდა'' - თქვა ლევან ბერძენიშვილმა.

ამ გამორჩეულობისათვის, ერთადერთობისათვის და შემოქმედებითი გზის უღალატობისათვის შეიყვარა დები თათარაიძეები მთელმა საქართველომ.

ეთერ და ლელა თათარაიძეების შემოქმედებით ღონისძიებაში მონაწილეობენ: მეუფე ზენონი; ანსამბლები - ,,ბასიანი", „კესანე“, ,,კელაპტარი", ,,ურმული", ,,ლომისი", ,,თაობა"; ხალხური მელექსენი; განსაკუთრებული სტუმრები თურქეთის რესპუბლიკიდან - ,,ჩვენებურების სიმღერა ინეგოლიდან" და სხვანი.

დები თათარაიძეები დაჯილდოებულნი არიან: ღირსების ორდენით, ფოლკლორის ეროვნული პრემიით და ბევრი სხვა წოდება, პრემია თუ ჯილდოთი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42