საფრანგეთში არსებული წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვრის, მამა არჩილ დავრიშაშვილის ქალიშვილის მოულოდნელმა გარდაცვალებამ ყველა შოკში ჩააგდო. უამრავმა ადამიანმა გამოხატა საკუთარი გულის ტკივილი და თანაგრძნობა მამაოს მიმართ.
დავრიშაშვილების ოჯახის ახლობელი ბონდო ქურდაძე წერს, რომ შებინდებისას მამაომ პარაკლისი გადაუხადა საკუთარ შვილს.
"გუშინ, შებინდებისას, პარიზის წმინდა ნინოს ტაძღის წინამძღვარმა , დეკანოზმა არჩილმა პარაკლისი გადაიხადა... მამა შვილს პარაკლისი გადაუხადა.ნურავის გენახოთ ასეთი რამ " - წერს ქურდაძე.
მამა არჩილმა საზოგადოებას სოციალურ ქსელში თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
"დიდი მადლობა ყველას ამდენი სითბოსთვის და სიყვარულისთვის ამ მძიმე მომენტში!
შეგატყობინებთ როდის იქნება გადმოსვენება და დაგრძალვა"- განაცხადა დეკანოზმა.
შეგახსენებთ , რომ 30 წლის ბარბარას გარდაცვალების დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ახლობლები ექსპერტიზის შედეგს ელოდებიან.
მასალის გამოყენების პირობები






