საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებისთვის საინფორმაციო ბარათების დარიგებას იწყებს
საზოგადოება - 11:10, 27 Sep, 2013     1404
27 სექტემბრიდან საარჩევნო ადმინისტრაცია იწყებს ამომრჩევლებისთვის საინფორმაციო ბარათების დარიგებას. საინფორმაციო ბარათები ამომრჩევლებს დაურიგდებათ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მეშვეობით.
ცესკო მიმართავს ამომრჩევლებს: 
თუ თქვენს მონაცემებში აღმოაჩენთ უზუსტობას  ან მიიღებთ იმ ამომრჩევლის ბარათს, რომელიც თქვენს მისამართზე არ არის რეგისტრირებული, წერილობითი განცხადებით მიმართეთ შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას ან იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ფილიალს. თუ საერთოდ ვერ მიიღეთ საინფორმაციო ბარათი ან თქვენი მონაცემების გადასამოწმებლად გესაჭიროებათ დამატებითი ინფორმაცია, დაუკავშირდით ცესკოს ცხელ ხაზს ნომერზე - 2 51 00 51. ამომრჩევლების მიერ მომართვის ბოლო ვადაა 11 ოქტომბერი.
წინა არჩევნების დროს ამომრჩეველთა ბარათები რიგდებოდა მხოლოდ ერთხელ, არჩევნებამდე 2-3 დღით ადრე. ამ არჩევნების წინ კი, ამომრჩეველთა უფრო მეტი ინფორმირების მიზნით, დარიგდება ორჯერ. 
ცესკო ასევე ეხმაურება რეგისტრაციიდან მოხსნილ ამომრჩეველთა საკითხს. როგორც ცნობილია, რეგისტრაციიდან მოხსნილმა ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 10 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაიარონ ხელახალი რეგისტრაცია, სხვა შემთხვევაში ისინი ვერ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებული რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩეველთა სიები, მათი ბოლო რეგისტრაციის  ადგილის მიხედვით გამოიკვრება შესაბამის უბნებში. ეს კიდევ ერთი საშუალება იქნება საცხოვრებელი მისამართის რეგისტრაციიდან მოხსნილი მოქალაქეებისთვის, რომ შეამოწმონ თავიანთი სტატუსი და გამოკრულ სიაში აღმოჩენის შემთხვევაში მიმართონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს რეგისტრაციის გასავლელად.
ცესკო მოუწოდებს  მოქალაქეებს  აქტიურად ჩაერთონ მონაცემების გადამოწმების პროცესში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42