ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ სასამართლოს თემაზე დაწყებული საკითხი იმართებოდა "ნაციონალური მოძრაობისა" და მასთან ასოცირებული არასამთავრობოების მხრიდან.
"ნაციონალურმა მოძრაობამ გავლენა დაკარგა სასამართლოზე. ჩვენ მოვედით და ვთქვით, რომ სასამართლოში არ ჩავერეოდით. სასამართლოს მივეცით ის მინიმუმი და ის აუცილებელი რაც ხელისუფლებისგან იყო საჭირო - უარი ეთქვათ ნაციონალური მოძრაობის გავლენაზე. მე შევხვდი მურუსიძეს თუმცა მაშინ ეს არც ჩვენს გუნდს და არც ენჯეოებს არ გაუპროტესტებიათ.
საერთაშორისო გამჭვირვალეობა, სადაც კაპიტანი გუიგაურია, 26 მაისი ხალხის დამრბევები რომ დააჯილდოვა, დღეს ენჯეოდ წარმოგვიდგება ... 2013 წელს გიგაური საჯაროდ წერს, რომ ყველა მოსამართლე უვადოდ უნდა იყოს არჩეული. მიგვანიშნებდნენ „ქართულ ოცნებას“, რომ არ გაბედოთ, მოსამართლეებს შეეხოთო. იგივე გიგაური დღეს ნახეთ, რა დღეშია და როგორ ილაშქრებს - უვადოდ არჩევის წინააღმდეგიც არის, მოსამართლეების წინააღმდეგიცაა, ყოველდღე პოზიციებს ცვლის"- განაცხადა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






