მას შემდეგ, რაც რამდენიმე საათის წინ დასრულდა პრემიერმინისტრის დახურული შეხვედრა მისივე კოალიციის ეკონომიკურ გუნდთან და ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილი კატეგორიულ უარს ამბობს იპოთეკართა მოთხოვნების შესრულებასა და მათთვის მორატორიუმის გამოცხადებაზე, 30–დე იპოთეკარმა პრემიერმინისტრის ბიზნესცენტრთან აქციის ამაღამვე დაწყება გადაწყვიტა, ქუთაისში დარჩენილმა იპოთეკარებმა კი მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 27 სექტემბერს დეპუტატებს პარლამენტის შენობაში არ შეუშვებენ.
ინფორმციას ექსკლუზიურად „ზონანიუსი“ ავრცელებს და წერს, რომ ბიძინა ივანიშვილი დახურულ კარს მიღმა ზურაბ ტყემალაძეს, გედევან ფოფხაძესა და ბაღდათის მაჟორიტარ დეპუტატს, კიკნაველიძეს შეხვდა, თუმცა, შეხვედრა უშედეგიო გამოდგა. „ზონანიუსის“ წყაროს ცნობით, დეპუტატებმა იპოთეკარებს ამბავი მიუტანეს, რომ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, რასაც მათი აღშფოთება მოჰყვა.
მასალის გამოყენების პირობები






