საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის პოსტს სოსო ფხაკაძე დაიკავებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 20:54, 08 Apr, 2019     2945
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, გიორგი ჭირაქაძე თანამდებობას ტოვებს. მის მაგივრად აღნიშნულ თანამდებობას ასოციაციის პირველი ვიცე პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე დაიკავებს.

“საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ჩემი ხანგრძლივი მოღვაწეობის მანძილზე მე ყოველთვის მჯეროდა, ყოველთვის ვხელმძღვანელობდი ერთი მთავარი პრინციპით - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია უნდა ჩამოყალიბებულიყო ძლიერ ინსტიტუტად, რომელიც არ იქნებოდა დამოკიდებული ერთ, ორ, ან რამოდენიმე ადამიანზე.

მე უკვე ათი წელია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ვარ და ძირითადი მიზანი ცალსახად მიღწეულია - დღეს ჩვენი ბიზნეს გაერთიანება, თითოეული ჩვენგანის ძალისხმევის, აქტიური ჩართულობის და მონდომების შედეგად, ქვეყანაში გავლენიანი და ანგარიშგასაწევი ინსტიტუტია, რომელსაც პატივს სცემენ ისინიც კი, ვისთვისაც სრულიად უცხოა ბიზნესი და მასთან დაკავშირებული საკითხები.

დღეს, ჩვენი გაერთიანების არსებობის ათი წლის თავზე, როდესაც ასოციაციის წევრთა რაოდენობა (72 წევრი) ისტორიულ მაქსიმუმზეა, როდესაც ასოციაცია არის არაერთი წარმატებული ეკონომიკური თუ სამართლებრივი რეფორმის ინიციატორი და მხარდამჭერი, როდესაც ბიზნესისათვის მნიშვნელოვან ყველა საკითხთან მიმართებაში, ასოციაციის პოზიციით პროაქტიურად ინტერესდება ხელისუფლების ყველა შტო, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია, მედიასაშუალება - ალბათ ყველაზე შესაფერისი დროა შედეგები შევაჯამოთ და მე ჩემის მხრივ გადავდგა ის ნაბიჯი, რომელიც დარწმუნებული ვარ მხოლოდ წაადგება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის შემდგომ განვითარებას და ხელს შეუწყობს მის შემდგომ წარმატებებს - მე მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის პოსტი, თუმცა უწინდებურად აქტიურად გავაგრძელო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მხარდაჭერა.

ამასთანავე, მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, როგორც მყარ და გამართულ ინსტიტუტს შეეფერება, შენარჩუნდება მემკვიდრეობითობა და ამდენად, ჩემი გადადგომის შემდეგ, ჩვენი წესდების შესაბამისად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს ასოციაციის პირველი ვიცე პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე, რომელსაც კარგად იცნობენ ბიზნეს წრეებში და რომელიც ჩვენი ასოციაციის შექმნის პირველივე წუთებიდანვე მაქსიმალურად ჩართული იყო ასოციაციის მშენებლობის საქმეში”- განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.

სოსო ფხაკაძე 2009 წლიდან, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის დაარსების დღიდან, იკავებდა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტის თანამდებობას. 2011 წელს ის საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა საერთო ყრილობაზე არჩეულ იქნა ასოციაციის პირველ ვიცე პრეზიდენტად.

სოსო ფხაკაძე ვისოლ ჯგუფის პრეზიდენტია. იგი არის ჰარვარდის, ჯორჯ-თაუნისა და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. მას ასევე დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი და უნივერსიტეტთან არსებული “ბიზნესის უმაღლესი სკოლა”. სოსო ფხაკაძე ფლობს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს.

დაფუძნების დღიდანვე, სოსო ფხაკაძე აქტიურად იყო ჩართული ასოციაციის საქმიანობაში და ის მონაწილეა ყველა იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რაც ასოციაციამ გაიარა მისი დაარსებიდან დღემდე.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მადლობას უხდის გიორგი ჭირაქაძეს გაწეული ღვაწლისათვის და წარმატებებს უსურვებს მას მომავალ ბიზნეს საქმიანობაში.

ასევე, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება და წარმატებებს უსურვებს სოსო ფხაკაძეს ახალ სარბიელზე" - აღნიშნულია საქართველოს ბიზნეს ასოციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42