გამოკითხულთა თითქმის ნახევარი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ემხრობა - რას ფიქრობს ხალხი ხელისუფლებაზე, TI კვლევა
პოზიცია - 17:31, 08 Apr, 2019     2158
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩატარდა, რომლემაც აჩვენა, რომ საქართველო მოსახლეობის დიდი ნაწილი მომდევნო საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას ემხრობა. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ წარმოდეგენილ ე.წ. „ვალების განულების” ინიციატივას მოსახლეობის უმრავლესობა დადებითად აფასებს, თუმცა ამბობს, რომ ეს პროგრამა უპირველეს ყოვლისა მმართველი პარტიის მიერ წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის ხმების მოპოვების მცდელობა იყო. რესპოდენტთა უდიდესი უმრავლესობა ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენის საჭიროებას ხედავს.


გამოკითხულთა დიდი უმრავლესობის აზრით, ე.წ. „ხორავას ქუჩის საქმე” სამართალდამცველებმა საფუძვლიანად არ გამოიძიეს და ასეთ გახმაურებულ საქმეებზე პარლამენტში საგამოძიებო კომისია უნდა იქმნებოდეს. გამოკითხვამ აჩვენა, რომ ახალმა საბანკო რეგულაციებმა კრედიტის აღებაში მსურველებს პრობლემები შეუქმნა. დაგროვებით საპენსიო რეფორმას გამოკითხულთა უფრო დიდი ნაწილი უარყოფითად აფასებს, ვიდრე დადებითად და ამბობს, რომ სქემაში ჩართვის შედეგად ხელზე ასაღები ხელფასი შეუმცირდა. გამოკითხულთა დიდ უმრავლესობას არ მოსწონს როგორც ბაკალავრიატში მისაღებად ზოგადი უნარების გამოცდის სავალდებულოობის, ისე სკოლის დამამთავრებელი გამოცდების გაუქმების გადაწყვეტილება.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ აჩვენა ასევე, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ინფორმირებულია, რომ „ფეისბუქზე” სპეციალური გვერდებია შექმნილი, რომლებიც ყალბ ამბებს ავრცელებენ და რომელთა უკან სავარაუდოდ ხელისუფლება და ოპოზიცია დგას. გამოკითხულების აზრით ქართული სატელევიზიო სივრცე პოლარიზებულია ატარებს რა წამყვანი მაუწყებლები, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებელი, მმართველი თუ ოპოზიციური პარტიების ინტერესებს. მაღალია ასევე იმ გამოკითხულთა რაოდენობა, რომელიც მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ხშირად ან პერიოდულად ერევა მედიის საქმიანობაში.

ეს და სხვა განწყობები გამოკვეთა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” (CRRC) მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულმა 2087 ადამიანის გამოკითხვამ, რომლის ცდომილების ზღვარი +- 2.3% პუნქტის ფარგლებშია.

საჯარო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე მოსახლეობის აზრი დეტალურად ქვემოთ არის მოცემული.

საარჩევნო და პოლიტიკური საკითხები

საქართველოს ახალი კონსტიტუციის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კლავ შერეული (პროპორციულ-მაჟორიტარული) სისტემით ჩატარდება, 2024 წლიდან კი პარლამენტი მხოლოდ პროპორციული წესით იქნება არჩეული. თითქმის ყველა პარტია, გარდა სახელისუფლებო „ქართული ოცნებისა”, სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას 2020 წლიდან ითხოვს.[1] ამ აზრს იზიარებს არჩევნებზე მომუშავე ყველა სოლიდური საზოგადოებრივი ორგანიზაცია და დამოუკიდებელი ექსპერტი.

ასეთივე პოზიცია აქვს მოსახლეობის 45%-ს და როგორც საზოგადოებრივის აზრის კვლევა აჩვენებს, პროპორციული სისტემის 2020 წლიდან ამოქმედებას ემხრობა. 29% ამ საკითხის მიმართ გაუთვითცნობიერებულია და მხოლოდ 22%-ია წინააღმდეგი.


კვლევის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42