საქართველოს პარლამენტში განსახილველად შესულია კანონპროექტი, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც ქართული ენის სრულყოფილად არცოდნისთვის მედიის წარმომადგენლები პირველ ჯერზე 1000-დან 5000 ლარამდე, განმეორების შემხთხვევაში კი 10 000-ლარამდე დაჯარიმდებიან.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა კომენტარი გააკეთა:
"მედია ამ კანონპროექტის პირველი გულშემატკივარი უნდა იყოს, თუ ზოგჯერ მედიას მოვაგონებთ თავის ვალდებულებებს და ხანდახან ყურს ავუწევთ, ამაში ცუდი არაფერი არ იქნება" - განაცხადა ივანე კიღურაძემ.
აღნიშნულ განცხადებას კი გიორგი გაბუნიას რეპლიკა მოჰყვა „კურიერის“ პირდაპირ ეთერში:
"როგორც რესპონდენტმა თქვა, ყველა შეცდომაზე ჩვენ თუ ყურებს აგვიწევენ, ცოტახანში ვირებს დავემსგავსებით და თან უხელფასო ვირებს“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
მასალის გამოყენების პირობები






