კახეთში ახალგაზრდა თოფით მოკლეს, ცხედარი კი ალაზანში გადააგდეს
სამართალი - 17:55, 26 Sep, 2013     2017

შსს-მ ლაგოდეხში მომხდარი მკვლელობა გახსნა. შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1994 წელს დაბადებული სვიატოსლავ ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1989 წელს დაბადებული გიორგი ტ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ სვიატოსლავ ა-მ მიმდინარე წლის 24 სექტემბერს, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭიაურში, სიტყვიერი შეკამათების ნიადაგზე, თანასოფლელს, 1993 წელს დაბადებულ ოლეგ გუცანს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. სვიატოსლავ ა-მ და მისმა თანმხლებმა გიორგი ტ-მ ცხედარი დანაშაულის დაფარვის მიზნით მდინარე ალაზანში გადააგდეს.

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან მეორე დღეს, ლაგოდეხის რაიონში დააკავეს.

დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.

სვიატოსლავ ა-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას დანაშაულის იარაღი – არარეგისტრირებული ერთლულიანი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საძიებო სამუშაოების შედეგად ოლეგ გუცანის ცხედარი მდინარე ალაზანში 26 სექტემბერს იპოვეს. გარდაცვლილს ექსპერტიზა უტარდება.

გამოძიება სვიატოსლავ ა-ს მიმართ განზრახ მკვლელობის ფაქტზე (სსსკ-ის 108-ე მუხლით), ხოლო გიორგი ტ-ს მიმართ დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 376-ე მუხლით). გამოძიებას შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42