შსს-მ ინტერპოლის მიერ ძებნილი დააკავა
სამართალი - 17:17, 26 Sep, 2013     1317
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 25 სექტემბერს, თბილისის აეროპორტში, სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, საქართველოს მიმართულებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას, ვისბადენის ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის მოქალაქე, 1963 წელს დაბადებული აზიზ ტერზიოღლუ (Aziz Terzioglu) დააკავა.
აღნიშნული პიროვნება დაპატიმრების და შემდგომი ექსტრადიციის მიზნით გერმანიის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ინტერპოლის არხებით საერთაშორისო ძებნაში 2013 წლის 28 მაისიდან იმყოფებოდა.
აზიზ ტერზიოღლუს ბრალად ედება გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით, 267-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით და 52-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობას გულისხმობს. დაკავებულს სავარაუდოდ 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
2009 წლიდან აზიზ ტერზიოღლუს კომპანია “ARSTEEL”-ის მმართველი დირექტორის თანამდებობა ეკავა. აღნიშნულმა პიროვნებამ ბანკ „COMMERZBANK”–ის მეშვეობით, რომელთანაც მისი კომპანია თანამშრომლობდა, თანხები მიითვისა, ხოლო მოგვიანებით, აღნიშნული თანხები თურქეთში მდებარე კომპანია „OeZEL COMPANY”–ში გადარიცხა. შესაბამისად, აღნიშნულმა პიროვნებამ სადაზღვევო კომპანია „EULER-HERMS”–ს ზემოაღნიშნული ბანკისათვის კომპენსაციის სახით 4 465 787 ევრო გააცემინა. კერძოდ, თავდაპირველად ტერზიოღლუმ თურქული კომპანია „OeZEL COMPANY”–ის სახელზე გაცემული ვექსილის შეძენა შესთავაზა ზემოაღნიშნულ ბანკს. მანამდე კი, ეჭვმიტანილმა პირმა სადაზღვევო კომპანიას საექსპორტო კრედიტის გარანტია მოსთხოვა, რათა დაეცვა სავარაუდო ღირებულება „OeZEL COMPANY“–სთან დაკავშირებით და ამრიგად ვექსილის მიყიდვა „COMMERZBANK”–ისთვის უზრუნველეყო. აღნიშნულის შემდგომ, ვინაიდან არ მომხდარა ვექსილის ანაზღაურება შესაბამის ვადებში, ეჭვმიტანილმა პირმა კომპენსაცია მოსთხოვა სადაზღვევო კომპანიას. აღნიშნული მიზნებისათვის წარმოდგენილ სატრანსპორტო დოკუმენტაციაში გაყალბებული იყო სხვადასხვა პუნქტი. სადაზღვევო კომპანია „EULER-HERMS”–მა კომპენსაციის შესახებ მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ამჟამად ძებნილი გადაყვანილი და მოთავსებულია შსს-ს N1 დროებითი მოთავსების იზოლატორში და მის მიმართ წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42