"სტუდენტებმა არ იციან 9 აპრილი... ახლაც მიჭირს გადმოგცეთ, რაც იმ წამს განვიცადე" - თენგიზ ფხალაძის აღშფოთებული პოსტი
სოც.მედია - 13:04, 04 Apr, 2019     872

სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი და ლექტორი თენგიზ ფხალაძე 9 აპრილისტრაგედიასთან დაკავშირებით, სტუდენტების ცოდნაზე წერს.

„ფრენდებისათვის“ ცნობილია, რომ რამდენიმე უნივერსიტეტში ვკითხულობ. ასევე ხშირად მიწვევენ საჯარეო ლექციებზეც. ამას ხაზგასმით იმიტომ ვამბობ, რომ არ მინდა იმ კონკრეტული სასწავლო დაწესებულების დასახელება, სადაც ეს შემთხვევა მოხდა. მით უფრო არ მინდა მსმენელთა, ანუ სტუდენტთა გამჟღავნება.

გახსოვთ, ორიოდ დღის წინ, ყველამ (მომხრემაც და მოწინააღმდეგემაც) ვიზეიმეთ/აღვნიშნეთ ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილე. რამდენიმე დღეში 9 აპრილის 30 წლისთავიც მოდის… ჰოდა, სულ ახლახან, ერთ-ერთ ლექციაზე, საბჭოთა სისტემაზე საუბრისას, სიტყვამ მოიტანა და მეც ვახსენე 9 აპრილი. ამ თემას აუდიტორია სრულიად უემოციოდ შეხვდა.

9 აპრილი, ხომ იცით? – ვიკითხე გაკვირვებულმა. აღმოჩნდა, რომ არ იციან! ზოგიერთს გაგონილი აქვს მხოლოდ! ასევე ზოგს გაუგია, რომ არსებობდნენ გამსახურდია, კოსტავა და…. და სხვა ვერ გაიხსენეს!!!

– ზვიად გამსახურდიას რამე თუ წაგიკითხავთ? -ვიკითხე მოკრძალებით.

– არა!

– კოსტავასი?

– არა!

– რის გამო დაიწყო გამოსვლები?

არ იციან!

– აფხაზეთში იყო რაღაც – ამბობს ერთი (ღმერთო, კიდევ კარგი, რაღაც გაუგიათ).

– რა იყო?

– მგონი, რაღაც კრება ჩატარდა…. რაღაც დოკუმენტი, არა, მიმართვა გავრცელდა…. გამოყოფა უნდოდათ….

ასე ნაწილ-ნაწილ, ფრაგმენტ-ფრაგმენტ ვცდილობთ რაღაცის ფაზლივთ აწყობას. მაგრამ რაც არ იცი, რა უნდა ააწყო, ან გაიხსენო!

ახლაც მიჭირს გადმოგცეთ, რაც იმ წამს განვიცადე. რაის ნატო და რის ევროკავშირი?! საკუთარი ისტორია არ ვიცით! თანაც არა ბაბუაჩემის ბაბუის დროინდელი, არამედ თანამედროვე, სულ ახლახან მომხდარი! არ ვიცით, როგორ და რის ფასად აღვიდგინეთ სახელმწიფოებრიობა. რომ ცივი ომი ჩვენთვის “ცივი” არ ყოფილა და რომ ბევრმა, მათ შორის ამ ლექციაზე მყოფი სტუდენტების ტოლებმა საკუთარი სიცოცხლე გაიღეს ამისათვის!

დიახ, არ ვიცით! ხოლო ვინც ვიცით, თავის დროზე ალბათ არ ჩავთვალეთ საჭიროდ, სათანადოდ გვესწავლებინა ეს ისტორია მათთვის, ვინც უკვე ასე ნანატრ და ძნელადმისაღწევ დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადა!

ახლა არ მითხრათ, ყველა ხომ ასე არ არისო! რა თქმა უნდა, არა! მაგრამ ეს ის საკითხი არაა რაოდენობით რომ იზომებოდეს! არის რაღაც, რაც ყველამ უნდა იცოდეს და არის იდეალები, რომელთა დავიწყებაც არ შეიძლება! ეს ღირსების საკითხია, რომელიც ჩვენივე თავის მიმართ დამოკიდებულებას განსაზღვრავს და შესაბამისად განსაზღვრავს ჩვენს აწმყოსაც და მომავალსაც!

ამიტომაა, რომ ადვილად ვიჯერებთ ათასგვარ მითს და დეზინფორმაციას, რომელსაც მტერი და მოშურნე უხვად გვაბერტყავს „ცოდნისაგან შემსუბუქებულ” თავებზე. ჰოდა, საწრაფოდ რამე თუ არ ვიღონეთ, ეს “Tabula rasa”-ს აუცილებლად შეივსება ჩვენთვის ძალაინ არასასურველი და საშიში შინაარსით!“ - წერს ფხალაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42