„ბოლომდე მხარს ვუჭერ საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის და მისი ხელმძღვანელის ნიკოლოზ რაჭველის მოთხოვნას ფილარმონიის დარბაზის ორკესტრისთვის გადაცემის შესახებ.
მთელს მსოფლიოში და მათ შორის ლონდონში ყველა მნიშვნელოვან საკონცერტო დარბაზში (Royal Festival Hall, Barbican Center) სიმფონიური ორკესტრები მოღვაწეობენ და ამით დარბაზი ძალიან წარმატებულია და საინტერესო კალენდარს გვთავაზობს.
მე ვიცი, რომ ნიკოლოზ რაჭველი ფილარმონიას სწორედ ისეთს გახდის, სადაც ძალიან საინტერესო და წარმატებული ქართული და საერთაშორისო პროექტები შეიქმნება“ - აცხადებს ქეთი მელუა.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და მისი ხელმძღვანელი – ნიკოლოზ რაჭველი ითხოვს ფილარმონიაში დაბრუნებას, ვინაიდან დიდი საკონცერტო დარბაზი თავიდანვე ეროვნული სიმფონიური ორკესტრისთვის აშენდა. ორკესტრს სარეპეტიციოდ დარბაზი არ .2019 წლის იანვრიდან ფილარმონიას მმართველი არ ჰყავს.
მასალის გამოყენების პირობები






