მისი თქმით, თორნიკე ტურიაშვილს და უჩა ილაშვილს, რომლებიც მდინარეზე უკანონოდ თევზაობდნენ, ცეცხლი თავდაპირველად გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომელმა გაუხსნა, შემდეგ კი, ფაქტის მიჩქმალვის მიზნით, ინსპექციის თანამშრომლება დადგეს სცენა, თითქოს პირველად ბრაკონიერმა ისროლა.
ჩოფიკაშვილის თქმით, პოლიციის თანამშრომლები უჩა ილაშვილს მთელი ღამის განმავლობაში ფიზიკურად უსწორდებოდნენ, რათა მას მეგობრის საწინააღმდეგო ჩვენება მიეცა.
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ყველა იმ პოლიციელის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს, ვინც აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობდა და მიმართავს გენერალურ პროკურატურას უზრუნველყოს მომხდარის დროული და ეფექტიანი გამოძიება. ამასთან, ორგანიზაცია გეგმავს, რომ დაასახელოს კონკრეტული მაღალჩინოსანი პოლიციელების ვინაობა, რომლებიც სცემდნენ პატიმრის და ასევე გააყალბეს საქმის სხვა მნიშვნელოვანი დეტალები.
მასალის გამოყენების პირობები






