დაღესტანში VI საუკუნის ქართულ ენაზე დაწერილი სახარება აღმოაჩინეს
კულტურა - 15:36, 03 Apr, 2019     5700

რუსული ტელეარხის "РОССИЯ КУЛЬТУРА"-ს ეთერში გასული ინფორმაციის თანახმად, დაღესტანში, ისტორიის, ეთნოგრაფიისა და არქეოლოგიის ინსტიტუტში, ხელნაწერების ციფრულ ფორმატში გადაყვანისას სპეციალისტებმა აღმოაჩინეს უძველესი ხელნაწერი - ქართულ ენაზე შესრულებული სახარება, რომელიც VI საუკუნით თარიღდება.

სპეციალისტების განცხადებით, ეტრატი, რომელზეც ქართულ ენაზე დაწერილი სახარებაა, გადარეცხვის შემდეგ ხელახლა არის გამოყენებული და მასზე XI საუკუნეში არაბული ენაზე სუფიური სწავლების ტექსტია გადაწერილი.

"როგორც წესი, ჩვენ ხელნაწერს ქაღალდის, მისი ხარისხისა და ხელნაწერის მეშვეობით ვათარიღებთ. ეს ქაღალდი არ გავს არცერთს, რასთანაც მე მქონდა შეხება 20 წლის განმავლობაში. მას განსხვავებული სტრუქრურა აქვს. ეს პალიმფსესტია - პერგამენტზე წერის მეთოდი, როდესაც ერთ ტექსტს შლიდნენ და მასზე ახალს წერდნენ, რადგან საწერი მასალა ადრეულ შუასაუკუნეებში დეფიციტი იყო.

გვქონდა მტკიცებულებები, რომ დაღესტნისა და ამიერკავკასიის ხალხებს შორის მჭიდრო კონტაქტები არსებობდა, კერძოდ, ამას ადასტურებენ ეთნოგრაფიული ძეგლები და არქეოლოგიური მასალა. ის, რომ აღნიშნული ხელნაწერი ქართულ ენაზეა შესრულებული, კიდევ უფრო ამტკიცებს ჩვენს ვარაუდებს," - აცხადებს ინსტიტუტის თანამშრომელი შამილ შიხალიევი.

სახარება "ასომთავრულით" არის შესრულებული. წიგნი, საბჭოთა წლებში დაღესტნის ლაკსკის რაიონის სოფელ უბრიდან ჩაიტანეს. მისი სრულყოფილად გამოკვლევისა და ისტორიის დადგენის საქმეში უკვე ჩაერთნენ ქართველი სპეციალიტები, რომლებიც დაღესტანში იმყოფებოდნენ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42