შესაძლებელია თუ არა პედაგოგებისთვის ხელფასის 900 ლარამდე გაზრდა
პოზიცია - 13:25, 26 Sep, 2013     18687

საქართველოში კვლავაც დღის წესრიგში რჩება პედაგოგების უფლებები და მათი სოციალური მდგომარეობა. ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველო გამორჩეულ ადგილს იკავებს პედაგოგების დაბალი ხელფასების მაჩვენებლით და შესაბამისად, დაბალია ქვეყანაში განათლების დონეც.

 

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პედაგოგის სოციალური მდგომარეობა დიდწილად განაპირობებს მოსწავლისთვის შესაბამისი განათლების მიცემას, სწორედ ამიტომ, განვითარებულ ქვეყნებში პედაგოგი განეკუთვნება იმ კატეგორიას, რომლისთვისაც არსებობს სპეციალური შეღავათები, მაღალი ხელფასი და პირობები, მისი კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

 

,,განათლების პროფესიული კავშირი“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია დაიწყოს მასწავლებლების ხელფასის ზრდა და ამ კუთხით უნდა დამთავრდეს მასწავლებლის აბუჩად აგდება, რაც 25 ან 50 ლარით მომატებას გულისხმობს.

,,განათლების პროფესიული კავშირი“ ხელფასის ოდენობის 900 ლარამდე გაზრდაზე საუბრობს და პედაგოგებისთვის გარკვეული შეღავათების დაწესებასაც ითხოვს.

 

,,ნიუპოსტი“ ,,განათლების პროფესიული კავშირის“ თავმჯდომარეს გიორგი ლაცაბიძეს ესაუბრა.

 

_მასწავლებელი სასწავლო პროცესის უშუალო მონაწილეა და ამ დროს განათლების სამინისტროში მომუშავე საშუალო დონის ჩინოვნიკს აქვს 1200 ლარი, ხოლო  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორს მასწავლებელზე  20-ჯერ მეტი ხელფასი. ამერიკის შეერთებულ შტატებში განსხვავება ჩინოვნიკსა და მასწავლებელს შორის მერყეობს 10-დან 20%-მდე, ჩვენთან სამჯერ მეტია სხვაობა ჩინოვნიკსა და მასწავლებელს შორის.

 

_ბიუჯეტის რა რაოდენობით ზრდა არის ამისთვის საჭირო?

 

_ჩვენ ვამბობთ, რომ ბიუჯეტი უნდა გაიზარდოს 50%-ით, რაც სრულიად საკმარისი იქნება იმისათვის, რომ მასწავლებლის ხელფასი გახდეს 900 ლარი და გაიზარდოს კვალიფიკაციისა და სტაჟის მიხედვით. ამასთან უნდა შემცირდეს არამიზნობრივი ხარჯები, სხვადასხვა ქვეყნებში ბიზნეს-კლასით მგზავრობებსა და ფურჟეტებზე. ჩვენი მოთხოვნაა პირველ რიგში მოხდეს იმ ადამიანების დაფასება, ვინც მომავალი თაობის აღზრდას ემსახურება. ჩვენ ხომ არ ვედრებით ლუქსემბრუგს, სადაც დამწყები მასწავლებლის წლიური ხელფასი შეადგენს 50 000 ევროს და მასწავლებლის პენსია არის 88 ათასი ევრო.  ასევე ბელგიას და საფრანგეთს, სადაც დამწყები მასწავლებლის ხელფასი 18 ათასია, რომელიც იზრდება 37 ათას ევრომდე.  თუ ვისაუბრებთ მეზობელ თურქეთზე იქ თვიური ხელფასი  600-დან 800 ევრომდეა. რასაც ემატება აკადემიური ხარისხი 240 ევრო და  კვალიფიკაციის ამაღლებისათვის 160 ევრო. ფაქტია, რომ საქართველო ვერ უახლოვდება ამ მაჩვენებლებს.

 

_კონკრეტულად მინდა გკითხოთ, სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებთან დაკავშირებით, სადაც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია პროფესიონალი, ქართულენოვანი პედაგოგების ჩასვლა, სადაც უმეტესი ნაწილი ეთნიკურად არაქართული მოსახლეობაა. არის თუ არა შესაძლებელი, რომ ამ კონკრეტულ რეგიონებში მომუშავე მასწავლებლებისთვის იყოს ხელფასზე დანამატი, რაც მეტი სტიმული იქნება რეგიონში საქმიანობისთვის?

 

_ რა თქმა უნდა აუცილებელია. თუ სახელმწიფოს არ შეუძლია გადაუხადოს მასწავლებელს  მინიმალური 900 ლარიც  კი მაშინ გაკვირვებას არ უნდა იწვევდეს ის ფაქტი, რომ ევროპასთან შედარებით საქართველოში წიგნიერების ყველაზე დაბალი დონეა. თუ არ შეგვიძლია მაღალი ხელფასების გადახდა, მაშინ არსებობს ბონუსები, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს მასწავლებელს, ეს არის სხვადასხვა სახის გადასახადებისაგან გათავისუფლება, მაგალითად კომუნალური გადასახადები. ასევე არსებობს ე.წ. ტრანსპორტის ბარათები როგორც შიდა, ასევე სარკინიგზო. მაგალითად პოლონეთში მასწავლებელს აქვს ტრანსპორტზე 50%-იანი ფასდაკლება. საფრანგეთში პოპულარულია  პროფესიული ბარათი, ამ ბარათით მასწავლებელს შეუძლია ისარგებლოს უფასოდ სახელმწიფო მუზეუმებში და ფასდაკლება აქვს კერძო მუზეუმებშიც.  ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებას. გასაგებია, რომ სახელმწიფოში ტარდება ტრენინგები, მაგრამ მარტო ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ სკოლაში ბავშვმა მასწავლებლისგან მიიღოს ცოდნა. პედაგოგს ჭირდება სტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა და ამიტომ მოვითხოვთ, რომ მასწავლებლის ხელფასი გახდეს 900 ლარი.

 

_ ეს განისაზღვრება მასწავლებლის სააათების რაოდენობაზე, თუ მოხდება დაყოფა განაკვეთის მიხედვით?


_სრულ განაკვეთიანი იქნება 900 ლარი, ეს არის 18 საათი და ვინც ნახევარ განაკვეთზე იქნება, მიეცემა შესაბამისი თანხა.

 

_რაც შეეხება ბაგა-ბაღის პედაგოგებს, აქაც იგივე რაოდენობით ხელფასის გაზრდაზე საუბრობთ?

 

_იგივე პრინციპია ბაგა-ბაღებთან დაკავშირებით, განათლება არის უწყვეტი პროცესი, როცა გინდა, რომ მომავალი თაობა იყოს განათებული და კვალიფიცირებული, მასწავლებელი მზად უნდა იყოს მუდმივი პროფესიული ზრდისთვის. ჩვენ ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, რომ აუცილებელია დროს დავეწიოთ და მოსწავლის ინტერესებიდან გამოვიდეთ, სწორედ აქედან გამომდინარე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მასწავლებლის განათლებასა და მის ხელფასებზე. ასევე აუცილებელია, რომ იყოს პედაგოგებისთვის ფასდაკლების ბარათები კვებაზე.

 

_კვებაზე ფასდაკლების ბარათებში რას გულისხმობთ, ანუ მასწავლებლებს ექნებათ გარკვეული შეღავათები საკვები პროდუქტების ფასებზე?

 

_თქვენთვის ალბათ ცნობილია რომ, გაერომ წარმოადგინა დასკვნა, რომლის მიხედვითაც  ქვეყანაში  100 ათასი ბავშვი  სიღარიბის ზღვარზეა და იგივე რაოდენობა იმყოფება ამავე რისკის ქვეშ. ეს პირდაპირ კავშირშია განათლებასთან, თუ ბავშვი არის მშიერი და არა აქვს ჯანსაღი კვება, მისი სწავლისადმი მოტივაცია  ვერ იქნება მაღალი. ასევეა მასწავლებელიც, რომელიც არ ფიქრობს რა მიიტანოს სახლში და დაცულია იმით, რომ მას აქვს ხელფასი და უზრუნველყოფილია, ამის შემდეგ ექნება მოტივაცია მეტი, რომ ბავშვს ასწავლოს და თავადაც აიმაღლოს კვალიფიკაცია. რაც შეეხება კვებაზე ფასდაკლების ბარათებს, იგივე პოლონეთში არსებობს ამის მაგალითი, კერძოდ პედაგოგებისთვის გარკვეული თანხის ბონუსები სხვადასხვა სახის საკვებ პროდუქტზე. ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლის შვილებზე შეღავათები, რაც ასევე ბევრ ქვეყანაშია და ისინი თვლიან, რომ ამ კატეგორიას უნდა მიეცეს განსაკუთრებული შეღავათები იმისათვის, რომ ეს ხალხი იყოს ჩვენს გვერდით, ისევე როგორც ეს ხდება ძალოვანი უწყების თანამშრომლებზე, ამიტომ ჩვენ შევდივართ პარლამენტში ინიციატივით, რომ მასწავლებელიც განიხილებოდეს ამ კატეგორიაში, მასწავლებელს ექნეს განსხვავებული პენსია სტაჟის მიხედვით. ისრაელის მაგალთს მოგიყვანთ, სადაც 1100 ევროიან ხელფასთან ერთად არსებობს ასევე ,,შემოქმედებითი შვებულება“. 6 წელიწადში ერთხელ მასწავლებელი გადის შემოქმედებით შვებულებაში, ანუ სამსახური და ხელფასი უნარჩუნდება და ის ერთი წელი იმაღლებს კვალიფიკაციას, ამას აკეთებს იმიტომ, რომ მას დამატებით გაეზრდება ხელფასი, ეს არის სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული ტრენინგ კურსი, სადაც ხდება გამოცდის ტიპის შემოწმება. 2 აკადემიური საფეხურის შემდეგ ემატებათ 10% და ყოველი 120 საათიანი სპეციალური ტრენინგ კურსის გავლის შემდეგ მასწავლებელი იღებს მომატებულ ხელფასს - 8 წლიანი სტაჟით -თვეში 1480 ევროს, ხოლო 35 წლიანი სტაჟით პენსიაში გასვლის შემდეგ ერთ ჯერზე იღებენ 30 000 ევროს.

 

_გეთანხმებით, რომ თქვენს მიერ ჩამოთვლილ ქვეყნებში მაღალია როგორც პედაგოგების, ასევე რიგითი ადამიანების ხელფასებით, თუმცა ჩვენი რეალობა რამდენად იძლევა ამის საშუალებას?

 

_დასაწყისში აღვნიშნე და გავიმეორებ, რომ ჩვენ ხომ არ ვედრებით ამ ქვეყნებს და არ ვითხოვთ ხელფასების გაზრდას იმ რაოდენობამდე, როგორიც არის წლიური 50 000 ევრო, აქ საუბარია 900 ლარზე და ამის საშუალებას ჩვენი ბიუჯეტი, დამერწმუნეთ იძლევა. სხვა შემთხვევაში კითხვებს არ უნდა ვსვამდეთ, რატომ არის წიგნიერების დონე დაბალი. მასწავლებლის გამოცდებით, სკოლაში მოსწავლეების სწავლის დონე არ ამაღლდება. უკვე გვაქვს ამის შედეგი, სამი წელია მიმდინარეობს გამოცდები და არანაირი კვლევა არ არსებობს იმის შესახებ, აიწია დონემ თუ არა. რეალურად ერთადერთი გამოსავლია  ხელფასების მატება.

 

_თქვენ თვლით, რომ პედაგოგის სრულფასოვანი საქმიანობისათვის, ერთადერთი მოტივაცია ესაა ფინანსური უზრუნველყოფა, თუმცა ალბათ, ასევე მნიშვნელოვანია გამოცდები, სადაც პედაგოგმა უნდა იცოდეს, რომ გარდა მისი სოციალური კეთილდღეობისა, არსებობს მექანიზმი, რითაც მოწმდება, რამდენად შეესაბამება მისი ხელფასი მის კვალიფიკაციას...

 

 _არსებობს ორი სახის მოტივაცია - შინაგანი და გარეგანი, გარეგანი მოტივაცია არის გამოცდა, და შინაგანი არის, როცა შენ გინდა სწავლა. როცა შინაგანი მოტივაციით დაინტერესდები და გინდა შეინარჩუნო ადგილი, უფრო მეტი გაიგო, ეს უფრო პროდუქტიულია. გამოცდებმა დაგვანახა ეს შედეგები, ამიტომ ეხლა უნდა გადავიდეთ მეორე ეტაპზე, ხელფასების მომატებაზე, რის შემდეგაც აიწევს შინაგანი მოტივაცია, ამის მაგალითია დასავლეთ ევროპა, სადაც ხელფასების მატებით პირდაპირ პროპორციულად დაიწყო მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება, რა თქმა უნდა პარალელურად უნდა ვიზრუნოთ ტრენინგებზე, ახალ ლიტერატურაზე, მაგრამ ჩვენ უნდა მოვიზიდოთ ახალი კადრებიც, რომ დაინტერესდნენ პედაგოგის პროფესიით, რადგან ჩვენ ძალიან მალე რეგიონებში მასწავლებლების დეფიციტი გვექნება.

 

,,ნიუპოსტი“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42