ივანიშვილის პოლიტიკური შიშები და ნადირობა ხმებზე - რისთვის ემზადება ოლიგარქი
პოზიცია - 16:24, 02 Apr, 2019     2733
“ოცნების” კრიზისი და ივანიშვილი, როგორც „მაშველი რგოლი“ - საპრეზიდენტო არჩევნებში მიღებული მძიმე გაკვეთილის შემდეგ, შუალედური არჩევნების წინ, ბიძინა ივანიშვილი ზუგდიდში სოფელ-სოფელ, ტალახ-ტალახ დადის და ამომრჩეველთა ხმებზე ნადირობს.

წინასაარჩევნოდ ივანიშვლი ისეთი დაპირებების გასცემასაც არ ერიდება, რომელიც მისი არაფორმალური მმართველობის პირობებში ხელისუფლებას არასდროს გახსენებია.

წინა კვირას იგი სოფელ ხიბულაში, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ადგილზე იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივებს შეხვდა და მათთვის დაპირებები გასცა. ამის შემდეგ ოლიგარქი ზუგდიდში ჩავიდა და ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მივიდა, სადაც განაცხადა, რომ ტაძრის მშენებლობაზე მილიონზე მეტის დახარჯვას აპირებს. ივანიშვილი შეხვდა ჭყონდიდელ ეპისკოპოსსაც, თუმცა წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, აუდიენციის ამსახველი მობილური ტელეფონით გადაღბული კადრები არავის გაუვრცელებია.

სხვათაშორის ექსპერტები მობილური ტელეფონით გადაღებული კადრებზე საუბრისას ამბობენ, რომ კამერების გარეშე ხალხთან შეხვედრა ივანიშვილის სტრატეგიის ნაწილია.

პოლიტოლოგები „ნიუპოსტთან“ ივანიშვილის სამეგრელოში გააქტიურებას სანდრა რულოვსის ფაქტორს უკავშირებენ, რომელიც გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშიამ“ ზუგდიდში მერობის კანდიდატად წარადგინა.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ყოფილი პრემიერი სანდრა რულოვსის ზუგდიდში გამარჯვებასა და სააკაშვილის გამარჯვებას შორის ტოლობის ნიშანს სვამს. შესაბამისად ხმებზე ნადირობის ბრძოლაში ის პირადად ერთვება.

ესპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ მძიმე დღეში მყოფი ივანიშვილისთვის ნებისმიერ არჩევნებში პრინციპულია. მისი თქმით, ივანიშვილის პიარ-სვლა „ხელისუფლებას ვერ შველის“.

„მას კარგად ესმის, როგორც კი ერთგან წააგებს, დაიწყება ჯაჭვური რეაქცია და მოუწევს ძალაუფლების დათმობა. ამ არჩევნების პროგნოზირება ძალიან რთულია. მაგრამ დღეს ჩვენ, რომ ვისუაბროთ სანდრა რულოვსის უპერსპექტივობაზე, ასე ნამდვილად არ არის. როგორც ჩანს, მას საკმაოდ სერიოზული შანსები აქვს ამ არჩევნებში“- ამბობს გია ხუხაშვილი.

GSAC-ის დამფუძნებელი, ნოდარ ხარშილაძე „ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ ივანიშვილის გააქტიურება ძალაუფლებუს დაკარგვის შიშითაა გამოწვეული.

„ახლა ძალიან გაუჭირდა. ადრე თავს არ იწუხებდა, ტელევიზიით გამოსვლითაც კი. დღეს კი მან ჩათვალა, რომ საკუთარი რეიტინგი უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ ხმები დაუბრუნოს ქართულ ოცნებას, რაც ძალიან რთული იქნება, რადგან ზედაპირზე ჩანს, რომ გულწრფელი არ არის ის, რასაც სამეგრელოში აკეთებს. ივანიშვილი ფულით ცდილობს ყველაფრის ყიდვას, რაც დაგვანახა. იმედი მაქვს, რომ ეს მეთოდი არ იმუშავებს. ხალხი ხვდება, რომ ბევრად მეტის ამოღებას აპირებს“ - უთხრა „ნიუპოსტს“ ხარშილაძემ.

ექსპერტი შუალედურ არჩევნებზე სანდრა რულოვსის შანსებზე საუბრობს.

„მას კარგი შანსები აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ზუგდიდში ყიველთვის ძლიერი პოზიციები ჰქონდა, სანდრაც პოპულარული ფიგურაა“- დასძინა ნოდარ ხარშილაძემ.

ნიკა ჩიტიძეც იმ ექსპერტებს შორისაა, რომლებიც თვლიან, რომ ივანიშვილისთვის სამრეგრელოში გამარჯვება პრინციპული საკითხია.

„სამეგრელოში მიხეილ სააკაშვილი მაღალი პოლულარობით სარგებლობს. გავიხსენოთ 2016 წლის მოვლენები, როდესაც საარჩევნო ყუთებიც კი გაიტაცეს საარჩევნო უბნებიდან. ხელისუფლებამ სანდრა რულოვსის წინააღმდეგ მაშინ ძალის დემონსტრირებასაც არ მოერიდა. ბატონი ივანიშვილი დღეს ყველაფერს აკეთებს, რომ არ დათმოს სამეგრელო, რადგან ეშინია - ერთი პრეცენდენტი რომ დაფიქსირდეს სახელისუფლებო პარტიის დამარცხების, ამან შესაძლოა გარდამტეხი როლი ითამაშოს „ოცნების“ დასუსტებაში, რაც შედეგს გამოიღებს 2020 წლის არჩევნებზე და გავლენას იქონიებს მის დამარცხებაზე.

ამასთან, ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ თითქოს მას მაღალი ავტორიტეტი აქვს ხალხში. მის გარშემო შემოკრებილი მლიქვნელები არწმენებენ, რომ ის არის ნამდვილი ლიდერი. შეიძლება მას მისცეს რჩევა, რომ „ქართულ ოცნების“ კანდიდატს დაეხმაროს, რის შემდეგაც გავიდა ხალხში და შეხვდა მოსახლეობას. მოკლედ, განსაკუთრებით აშფოთებს სამეგრელოში გასამართი არჩევნები“- უთხრა „ნიუპოსტს“ ექსპერტმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42